“ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორი – ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ჩვენი ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით

Read Time:35 Second
“ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი რომან ბოკერია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ამ დროისთვის ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია.
 
“ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეის“-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ”,-აღნიშნა რომან ბოკერიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.
 
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შემდეგი განცხადება გააკეთა:”ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს”, რითაც გამოეხმაურა „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა
Next post “ჩემი მეუღლე რომ დაწვან ვერ გადავიტან და მოვკვდები…” – ესპანეთში კორონავირუსით დაღუპული 34 წლის ქართველი ქალი შეიძლება საქართველოში ვერ ჩამოასვენონ