ჯონსონი ზელენსკიზე-საპარლამენტო ისტორიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ასეთი მიმართვა არასოდეს მომისმენია

Read Time:25 Second

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე თემთა პალატის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.

„საპარლამენტო ისტორიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არასოდეს მომისმენია თემთა პალატის ისეთი მიმართვა, როგორც ეს დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა გზას, რაც შეგვიძლია. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინა იყოს თავისუფალი“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას სიტყვით მიმართა. მან უკრაინაში აგრესორის ქვეყნის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა. ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

ზელენსკიმ მოითხოვა, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა მიშველაძე: ხელისუფლება ამორალურად იქცევა
Next post უკრაინის პრემიერი მოუწოდებს მსოფლიოს მოსახლეობას, 9, 10 და 11 მარტს გავიდნენ ქალაქების მოედნებზე და მოითხოვონ უკრაინის ცის დახურვა