0 0
Read Time:55 Second

ამ ამბავს უცხოურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბავი 2018 წელს მოხდა. 

24 წლის ლუიზა და 28 წლის მარენ ულანდი, დეკემბერში მაღალი ატლასის მთებში თავმოჭრილი იპოვეს.

როგორც სასამართლოზე გაირკვა, საქმე ეხებოდა ჯგუფურ დანაშაულს. ორმა კაცმა გოგონებს აწამა და თავი მოჰკვეთა, მესამემ კი ეს ტელეფონით გადაიღო.

დანაშაულისთვის სამივე მათგანი სიკვდილით დასაჯეს. ისინი იყვნენ პირველები მაროკოში 1993 წლის შემდეგ, ვინც სიკვდილით დაისაჯა.

„ერთ-ერთს თავი მოვკვეთე… ვნანობ“, – უთხრა სასამართლოს ერთ-ერთმა მათგანმა.

ფრანგული მედია მაშინ იუწყებოდა, რომ ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერებმა ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მოკვეთეს თავი ერთ ქალს.

სამივე კაცმა თქვა, რომ ისინი იყვნენ ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები, თუმცა თავად IS არ დაუდასტურებია, რომ მკვლელობის უკან იდგა.

პროკურატურამ სამი მკვლელი დაასახელა, როგორც „სისხლისმსმელი მონსტრები“. გაკვეთის შემდეგ ექსპერტიზამ ქალების სხეულზე ჭრილობებიც აღმოაჩინა.

ვინ იყვნენ მსხვერპლები?

ჯესპერსენი და ულანდი იყვნენ სტუდენტები უნივერსიტეტში. მათი ცხედრები იპოვეს 17 დეკემბერს კარავში, იზოლირებულ უბანში, მაროკოს უმაღლესი მწვერვალის და ტურისტებისთვის პოპულარული დანიშნულების ადგილის მახლობლად.

ქალები საშობაო კემპინგზე იმყოფებოდნენ და სწავლობდნენ, რომ გამხდარიყვნენ გიდები.

მკვლელებს ოთხი დღე დასჭირდათ ქალების სამიზნეებად იდენტიფიცირებისთვის, თქვა პროკურატურამ. როგორც ჩანს, თვალთვალის შემდეგ, მათ ის მსხვერპლი არჩიეს, ვინც მარტო დარჩა და ჯგუფს ჩამოშორდა. სხვა სტუდენტები ჯგუფთან ერთად გიდებთან იმყოფებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები