ჯანო ანანიძე: მადლობა ყველას, ვინც ჩემი ტკივილი გაიზიარა

Read Time:31 Second

რომში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

“ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციას დასჭირდება და იმედი მაქვს, ეს დრო მალე გაივლის. ჩემთვის ძალიან მძიმე და რთული წარმოსადგენი იყო ის, რაც მოხდა. ხანგრძლივი პერიოდი გამიცდა და მინდორზე დაბრუნებულს ისევ ასეთი სამწუხარო ფაქტი შემემთხვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემდამი მხარდაჭერას და გვერდში დგომას განსაკუთრებულად ვგრძნობ, რისთვისაც მადლობელი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეებში გვერდში დამიდგა და ჩემი ტკივილი გაიზიარა” – დაწერა ჯანომ.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე საქართველო – ლიტვის ნაკრებების ამხანაგური მატჩშისას დაშავდა და ჯვარედინი მყესების ოპერაცია გუშინ რომში, კლინიკა ”ვილა სტიუარტში” ჩაუტარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უწერენ თუ არა ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ მედიკამენტებს. ვიდეო
Next post გია ვოლსკი – კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ძალიან რეზონანსული განცხადება გააკეთა