ჯანდაცვის სამინისტრომ გუდაურში რეანომობილი გაგზავნა

Read Time:24 Second

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ ამბულატორიაში გადაიყვანეს და  სათანადო მკურნალობა უტარდებათ. ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა ჯანმრთელობის  მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა.

გუდაურში  დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საბაგირო ავარიულად გაჩერდა.  წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ძაბვის ვარდნაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 10 ადამიანი დაშავდა გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო ვიდეო
Next post ნაღებისა და ჟოლოს ტორტი-სუფლე!