ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს

Read Time:35 Second

„კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი „ომიკრონ“ შტამი სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს.

„ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც „დელტას“ ცირკულაცია დაბალი იყო. მაგრამ ასევე, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტას“ შტამი სხვა ქვეყნებში, სადაც „დელტას“ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონ“ შტამთან მიმართებით ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, ასევე რამდენად მძიმეა ახალი ვარიანტი. მანამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ არსებობს გარკვეული მითითებები, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა, ვიდრე „დელტა“. ასევე, არსებული მონაცემებით, ევროკავშირში შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე გარდაცვლილ შვილზე: ერთხელ ჩემი ცხოვრება გაჩერდა
Next post ამირან გამყრელიძე: ხომ შეიძლება ერთხელ მაინც რაღაცამ გაგვაერთიანოს, დღეს პანდემია ყველაზე მაღალი პრიორიტეტია