ამირან გამყრელიძე გარდაცვლილ შვილზე: ერთხელ ჩემი ცხოვრება გაჩერდა

Read Time:45 Second

ერთხელ ჩემი ცხოვრება გაჩერდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი ერთ-ერთი ვაჟი, გიგი საცოლესთან ერთად ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. გამყრელიძის თქმით, მათ გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე განაცხადეს, რომ ოჯახის შექმნას აპირებდნენ.

„ის გადაეფარა, მაგრამ საჭესთან ხომ ჩემი შვილი იჯდა. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა, რაც მაშინ, 1995 წელს ჩვენს ოჯახებში მოხდა. თუმცა, სიკეთემ, მათმა სიყვარულმა მაინც დასძლია ყველაფერი, რადგან პირველ ეტაპზე, შეიძლებოდა, მტრად მოვკიდებულიყავით ერთმანეთს, მაგრამ იქიდანაც და ჩვენი მხრიდანაც, იმდენი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს! არა მარტო ჩვენ, დედებსა და მამებს, არამედ მათ შვილებს, შვილიშვილებსა და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, მთლიანად, დიდ სანათესავოს. შემდეგ ამ ურთიერთობამ თითქოს, როგორღაც გაადვილა მერე ცხოვრებაც. თუ შეიძლება, რომ ჩვენს ცხოვრებას ადვილი ერქვას. მას შემდეგ მე უფრო მეტად პროფესიულ საქმიანობაში გადავერთე. ამით ვიქარვებდი შემდეგ ყველაფერს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რას ნანობს გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე, ნახეთ გადაცემაში „ნოესთან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი: სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე
Next post ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს