0 0
Read Time:46 Second

ნიკა გვარამიას საკუთარ „ნაცობასთან“ დაკავშირებით ყოყმანი აზიანებს – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“, ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან „გირჩთან“ ინტერვიუში გააკეთა და რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ შეცდომებზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ნიკა გვარამია ნაცია.

„ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება კი არა, „ნაცია“ და მგონია, რომ მას აზიანებს ყოყმანი საკუთარ „ნაცობასთან“ დაკავშირებით. ციხიდან როცა ახალგამოსული ხარ და უცებ წარსულზე უარს აცხადებ, „ნაცი“ არ ვარო და „ნაცებს“ მთავარ საინფორმაციო საშუალებას ართმევ, რომ არ მიმაჩნდეს, რომ ის ხმებისა და ფულის მისაღებად ვაჭრობის პროცესშია კეზერასთან და სააკაშვილთან, ჩავთვლიდი, რომ „ქოცებმა“ გადაიბირეს. ამიტომ, ასეთი პოლიტიკა მას აზიანებს. შეიძლება, სინანულის ნაწილი იყოს ეს განცხადება, მაგრამ მე ხომ არ ვიცი ნიკა გვარამიას თავში რა დევს და რატომ აღიარებს ამას“, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ „გირჩის“ ტელევიზიაში სტუმრობისას აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ყველაზე ცუდ ფორმაშია, რაშიც აქამდე იყო და ასევე, განაცხადა, რომ „ ენმ“-ის მმართველობის დროს, ჟანგბადი გადაიკეტა ოპოზიციისთვის, დახურული იყო პარლამენტი, სასამართლო და ტელევიზიები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები