ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

Read Time:36 Second

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა დაასახელა.

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრა „ჯენოასთან“ ფრედ 1:1 დაასრულა. Sofascore-მა კვარაცხელიას 8.3 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

შედეგად ქართველი ფეხბურთელი ტურის რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა, შეფასებით კი საუკეთესო ხუთეულშიცაა – კვარაცხელიაზე უკეთესი შეფასება კარლოს აუგუსტოს („ინტერი“, 8.4), ჰაკან ჩალჰანოღლუს („ინტერი“, 8.9), მარკო პაშალიჩსა („ატალანტა“, 8.7) და მილე სვილარს („რომა“, 9.3) აქვთ, ხოლო „ინტერის“ მცველს, ალესანდრო ბასტონის – ხვიჩას მსგავსად 8.3 ქულა დაუწერეს.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატში ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი საშუალო ჯამური შეფასება 7.4 ქულაა და ამ მაჩვენებლით სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შედის.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე აირჩიეს
Next post მამუკა მდინარაძე: უმრავლესობა პარლამენტს ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე ასარჩევად, ნინო წილოსანს წარუდგენს