ხელოვნური ინტელექტი ახალდაბადებულ გოჭებს გადარჩენაში დაეხმარება

Read Time:21 Second

ხელოვნური ინტელექტი ახალდაბადებულ გოჭებს არსებობის პირველ თვეებში გადარჩენაში დაეხმარება. ამის შესახებ BBC წერს.

შესაბამისი სქემა ჩინეთში გამოიგონეს, რომელიც მსოფლიოში ღორის ხორცის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელია.

პროგრამას შეუძლია ყოველდღიურ რეჟიმში დააფიქსიროს შინაური ცხოველის წონა, ასაკი და მიღებული საკვები. ამავე დროს ინფრაწითელი თერმომეტრის მეშვეობით შესაძლებელია მოსალოდნელი დაავადებების განსაზღვრა, რის შედეგად, ფერმერები გოჭებს ვაქცინაციას დროულად ჩაუტარებენ.

სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ გამოგონება გოჭების სიკვდილიანობის 3%-ით შეამცირებს. აპლიკაცია ჩინური გიგანტის Alibaba-ს  კვლევითმა ცენტრმა  შექმნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აჭარაში, კურორტ გომარდულზე 3,5 მეტრიანი საბაგირო გაკეთდება
Next post მერიკო კობერიძე – ტაქსის მძღოლი რამდენიმე დიპლომით