ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს, კიდევ ორი პირი კი დაჭრეს

Read Time:31 Second

ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრილია. სისხლიანი გარჩევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ რძალთან სახლში, თანმხლებ პირებთან ერთად სავარაუდოდ შურისძიების მიზნით მივიდა, სადაც მას ყოფილი რძლის ქმარი და მისი ძმა დახვდნენ. მხარეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ჩხუბის დროს ორივე მხარემ ბლაგვი საგნები და ცივი იარაღიც გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად, ყოფილი რძლის სახლში მისული ყოფილი მაზლი გარდაიცვალა, ხოლო ამჟამინდელი ქმარი და ძმა დაჭრილები არიან და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მღებრიშვილი – ჩვენ გადავდივართ საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე, რომელიც უფრო ეფექტური და მარტივი იქნება
Next post გიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტს სურდა კითხვებზე და ბრალდებებზე ეპასუხა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს