ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება არის და იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის

Read Time:27 Second
„ქართული ოცნების“ და ღარიბაშვილის განცხადებები ჩვენთვის საინტერესო არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება არის და იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის. რა დესტრუქციულ განცხადებებს გააკეთებს ღარიბაშვილი ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
 
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდამჭერების აზრია მნიშვნელოვანი.
 
„ჩემი აზრი ცნობილია, მე მომხრე ვარ, საპარლამენტო საქმიანობა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. როდესაც რეჟიმი გვებრძვის ყველა მიმართულებით, იყენებს ყველაფერს სუს-ი, ფინანსური რესურსი, ჩვენ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ „ოცნებას“ და ვაჩვენოთ, როგორია განსხვავება, როგორია ნამდვილი ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე: საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ნაკლებად სავარაუდოა
Next post ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს – ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან მიმართებით იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა და ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს