ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს – ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან მიმართებით იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა და ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს

Read Time:1 Minute, 6 Second

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან მიმართებით იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა და ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს. „არ ვარ მომხრე, რომ ამნისტია მივიღოთ, მაგრამ ვარ შეთანხმების ერთგული. თუ თქვენ არღვევთ შეთანხმების ტექსტს, დააფიქსირეთ ღიად და პოლიტიკურად ყველას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამნისტიის აქტი არ მივიღოთ – ძალიან კარგად იცით, რომ ეს „ქართული ოცნების“ინიციატივა არ ყოფილა და საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე „ქართულ ოცნებას“ არ დაუსვამს“ – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლის ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ. მისი თქმით, თუ ვთანხმდებით, რომ კანონპროექტი არ უნდა მივიღოთ, მაშინ უნდა აღსრულდეს კანონი ნიკანორ მელიას მიმართ, რომელიც უმძიმეს დანაშაულშია ბრალდებული. მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური აქტი და არა ჰუმანური. „ეს არა ვინმეს გამართლების აქტი, არამედ პატიების აქტია. თუ შევთანხმდებით ყველა იმაზე შეგვიძლია შესვენებაც გამოვაცხადოთ, რისთვის დააინიცირეთ ეს კანონპროეტი, რატომ მოეწერა ამ პუნქტს ხელი, ვინაიდან ეს არ ყოფილა „ქართული ოცნების“ ინიციაატივა და ეს საკითხი არ დაუსვამს მოლაპარაკების მაგიდასთან. მიგვაჩნია, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანონდამრღვევს უნდა დაერქვას კანონდამრღვევი და პარლამენტის თუ კაპიტოლიუმის შეჭრის მცდელობისთვის პასუხი უნდა აგოს ყველამ. მიგვაჩნია, რომ საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს. ეხლა რევიზიას ვიწყებთ, მაშინ ჩემი თხოვნა იქნება, ბატონ შალვასაც ვკითხოთ აზრი, აქვთ სურვილი კანონპროექტის განხილვის, თუ თქვენ საერთაშრისო ექსპერტები გჭირდებოდათ, რატომ დააინიცირეთ საერთოდ კანონპროექტი? და თქვენი კანონპროეტქი, ფიქრობთ რომ პასუხობს საერთაშრისო სტანდარტებს?“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება არის და იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის
Next post ამირან სალუქვაძე გოლეთიანის განცხადებაზე: დამოუკიდებლობის დღის პარალიზებაა გეგმაში?!