ხატია დეკანოიძე: კანდიდატის სტატუსის მიღების წინ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა, ღიად გამოვაცხადეთ

Read Time:48 Second

კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ღიად გამოვაცხადეთ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ღიად განაცხადა, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას.

„როდესაც თვითმფრინავი ჯდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება და თანხმობა ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ შემოდის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. იცით, რომ ლავროვის ოჯახი არსად არ დადის ფსბ-ს დაცვის გარეშე, ეს არის ცნობილი და დადასტურებული ფაქტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემოსულები იყვნენ დაცვის წევრების თანმხლებით. შემდეგ არის საზღვაო ტვირთების არეალის გაფართოება. მე მაქვს ლოგიკური კითხვა: რა საიდუმლო შეთანხმების გარშემო არის მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის? – შემდეგი შეიძლება იყოს, რკინიგზის აღდგენა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა…

ამ დროს ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არცერთი განცხადება არ წამოცდენა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. უფრო მეტიც, ხელისუფლება მიესალმა ფრენების აღდგენას. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას. კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ღიად გამოვაცხადეთ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
Next post სოზარ სუბარი: გივი თარგამაძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი, თუნდაც იმ განცხადებების გამო, რასაც აკეთებს