ხალხის ძალა: რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს

Read Time:48 Second

რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალა“ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს, რომლითაც დეპუტატები მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკას განცხადებებს ეხმაურებიან.

„ქალბატონმა ფარკასმა რადიკალური ოპოზიციის პირით გახმოვანებული მესიჯიც გაიმეორა და დაგვემუქრა, ახლა თუ არ ჩაერთვებით ომში, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მაინც მოგიბრუნდებათო. აქ საინტერესოა, რომ ეველინ ფარკასი რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაზე თავს ვერ დებს და არც იმის მტკიცებით იწუხებს თავს, რომ უკრაინა და საქართველო ორი ფრონტის პირობებში მაინც გაიმარჯვებენ.

როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ, ვფიქრობთ, საზოგადოებას აქედან ძალიან მარტივი დასკვნების გამოტანა შეუძლია. რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს.

ახლა დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს – ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩართოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რაც საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს უქადის“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენი: უკრაინის არმიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ეს გრძელი გზა იქნება
Next post მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდეს სწორი წარმოდგენა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მოლოდინებზე და იმაზე თუ როგორ ვხედავთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას