ხათუნა ხოფერია: ქართველ ხალხს არ უნდა არანაირი რევოლუცია და რევანში
ქართველ ხალხს არ უნდა არანაირი რევოლუცია და რევანში, – ამის შესახებ საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ„იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, აქციისთვის სერიოზული მზადება იყო და დაახლოებით, 2000-მდე სამარშუტო ტაქსი ჰყავდათ დაქირავებული.
„დავდექით ფაქტის წინაშე, რომ აქციაზე არ იყო კრიტიკული მასა. ის ადამიანები, ვინც ჩართული ვიყავით 2003 წლის რევოლუციის მომზადებაში, ვინც მონაწილეობა მივიღეთ 2012 წლის გამარჯვებაში, ჩვენ კარგად ვიცით რას ნიშნავს კრიტიკული მასა, რომელმაც შეიძლება საზოგადოება დარაზმოს და სახელმწიფოში რაღაც სერიოზული მოახდინოს. ეს მასა ჩვენ იქ ვერ დავინახეთ, მაგრამ მასაზე არ არის საუბარი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ რაოდენობაზე ყურადღების გამახვილება. იქ გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი საკითხი. პირველი ის არის, რომ არ იყო მუხტი, არანაირი მუხტი საიმისოდ, რომ მიშას ან „ნაციონალურ მოძრაობას“, რამე სანუგეშო წაეღოთ ამ შეკრებიდან. მასა, რომელიც რაღაც იმედით მივიდა, მათი აღტკინება, ტაშის რაოდენობა, სოლიდარობის განცდა, როდესაც მიტინგი არ იშლება, როდესაც მიტინგი გრძელდება, დინამიურია, ეს ფაქტორები იქ არ იყო. მეორე მომენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ არიას ის, რომ ხალხმა დღეს დააფიქსირა, რომ მათ არანაირი რევოლუცია არ უნდათ. მიშა ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია და ნამდვილად ისე არ არის და ეს დღეს დადასტურდა. ქართველ ხალხს არ უნდა არანაირი რევოლუცია და რევანში“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...