ხათუნა სამნიძე: ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სხვა გზავნილებით მიდიან და ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს

Read Time:55 Second

თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტატუსის გადაწყვეტილების გადავადება უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სტატუსის დღესვე გამოცხადება, მონიტორინგის გაძლიერება, ევროპის გვერდში დგომა, ტრიოში დაბრუნება, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას და არა საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„მეუბნებიან, რომ ვერ გავიგეთ, როგორია თქვენი გზავნილი: თქვენ ამბობთ, თავს იკლავთ, რომ გჭირდებათ სტატუსი, ეს სჭირდება ქვეყანას. ხელისუფლება მიდის და მოდის, მთავარია, ქვეყანამ მიიღოს სტატუსი და არ აქვს მნიშვნელობა, დღეს როგორი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას – შენ ამას მეუბნები, რამდენიმე შენი კოლეგა, განსაკუთრებით ქალი დეპუტატები, რომლებიც ვგეგმავთ, რომ გვქონდეს კონკრეტული ვიზიტები კონკრეტულ დედაქალაქებში და, ამ დროს, არიან ოპოზიციაში პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვფიქრობ, ხელს უშლიან ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ამას პირველად ვამბობ ეთერში თქვენთან, ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ბოლო დღეებში, დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა და მეტი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ დიახ, ეს ასე ხდება. მინდა, ვთხოვო ჩვენს კოლეგებს, თქვენი ეთერითაც და ისედაც ვთხოვო, გასაგებია, ვიცით უკვე ვისზე და რაზეა საუბარი, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან ეს, საზოგადოებას უთხრან საკუთარი პოზიცია, თუ თვლიან, რომ ეს არის სწორი. მათ იციან, რომ არ არის სწორი ეს პოზიცია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: გამოჩნდა EED – ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს
Next post ზურაბ ქადაგიძე: ფსონის დადება ამ ოპოზიციურ სპექტრზე, რომელიც არის აბსოლუტურად განულებული, ავტომატურად ნიშნავს წაგებას