ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პატრიარქს დაუპირისპირდა
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილიას მეორეს დაუპირისპირდა. ამის შესახებ მან „tv პირველთან” სატელეფონო ჩართვისას ილაპარაკა.
“”მაშინ როდესაც ვსაუბრობდი ჯერ უკრაინის თემაზე და შემდეგ ვთქვი, რომ უკრაინის საკითხის გარდა აუცილებლად მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდზე იქნას განხილული, ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა და ციანიდის საქმე, მითხრეს რეპლიკებით, რომ როდესაც ამოიწურება საკითხი უკრაინის შესახებ, შემდეგ გადავალთ სხვა საკითხებზე. სხვა საკითხებიც გაგრძელდა და ბოლოს, როდესაც მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა და შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს. მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაჩენილი ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის,”- განაცხადა მეუფე პეტრემ.
2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა
განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
კახეთს კვლავ სტიქია უტევს – სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ამჯერად საგარეჯო დააზარალა
დაისეტყვა რვა სოფელი, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები, წყალი შევარდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეჯოს...
ილია მეორე – ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით, იმედი ჩვენი თანამგზავრი უნდა იყოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში წირვა აღასრულა. სიონში ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წირვას დაესწრო. ილია...
25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინება. ქართულმა ეკლესიამ...
დეკანოზი შალვა კეკელია-მეუღლესთან რომ იკამათებ, შენს მშობელთანაც კი არ მოჰყვე ზოგჯერ, ის მშობელია და პრობლემა ექნება შენს მეუღლესთან
დეკანოზმა შალვა კეკელიამ მეუღლეებს შორის კონფლიქტისა და დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად აუცილებელია მეუღლეებმა დათმობა ისწავლონ: „ოჯახში...
ილია მეორე ეპისკოპოს დიმიტრიზე: 46 წლისა წავიდა ჩვენგან და, მიუხედავად ახალგაზრდობისა, შეძლო სერიოზული კვალი დაეტოვებინა საქართველოს ეკლესიის იტორიაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსის, დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების გამო. იგი 46...
ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
ხორნაბუჯის ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი დიმიტრი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. “გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე). ▪️ მეუფე დიმიტრის...