წყლის ჭავლთან მოცეკვავე” სალომე კენჭიაშვილის უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, 2021 წელს გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა

Read Time:58 Second

ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი და 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს მიიღოს სტიპენდია, რომლის ინიციატივაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის. კეკელიძემ რადიო თავისუფლების მიერ სალომესთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ თქვა, რომ მზად იყო დაენიშნა მისთვის მარო მაყაშვილის სტიპენდია ერთი წლის ვადით. სტიპენდიის ოდენობა თვეში 100 ლარი იყო.

სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. 2021 წელს მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო. გიორგი კეკელიძე ამ დროს სხვა ქალებმაც ამხილეს სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა არც ერთ მათგანს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაუწყია. თავად კეკელიძემ მაშინ მისი მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უარყო და თქვა, რომ გახმაურებული შემთხვევები “ფლირტი იყო”.

“ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.

არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი”, – წერს სოფია კენჭიაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას, საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას
Next post მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ქმნის ჰუმანიტარული პრობლემის სიმულაციას მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას. ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესება თვითდაზიანების გზით, წარმოადგენს მისთვის საშუალებას