მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ქმნის ჰუმანიტარული პრობლემის სიმულაციას მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას. ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესება თვითდაზიანების გზით, წარმოადგენს მისთვის საშუალებას

Read Time:1 Minute, 1 Second

ეს ადამიანი დღეს უბრალოდ ქმნის ჰუმანიტარული პრობლემის სიმულაციას მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესება თვითდაზიანების გზით, წარმოადგენს მისთვის საშუალებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კარგად ხვდება, რომ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახლავთ არა ის, რომ მას ხელი არ მიუწვდება რომელიმე სამედიცინო პროცედურაზე, არამედ ის, რომ იგი არ იღებს საკვების რეკომენდებულ რაოდენობას.

„ჯანმრთელობის სერვისზე წვდომის საკითხი უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, პირველყოვლისა, პროფესიონალი ექიმების მიერ. აი, პროფესიონალი ექიმები რომ იტყვიან, კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია ამ სამედიცინო პროტოკოლის განხორციელება ან სხვა, ამის შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ გაგრძელდება შემდეგ საპატიმრო უფლებების აღსრულება.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ქართული საზოგადოებისთვის ეჭვსაც აღარ იწვევს, ის გარემოება და დარწმუნებული ვარ საზღვარგარეთაც დარწმუნდებიან ყველანი ამაში, ეს ადამიანი დღეს უბრალოდ ქმნის ჰუმანიტარული პრობლემის სიმულაციას მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესება თვითდაზიანების გზით, წარმოადგენს მისთვის საშუალებას, პოლიტიკური ამოცანაა, როგორიცაა სასჯელისგან გათავისუფლება – ამის მიღწევის ერთ საშუალებას წარმოადგენს. აი, ამის ინსცენირებას ვადევნებთ თვალს, რომ გაუარესდა მდგომარეობა, თუმცა ყველა კარგად ხვდება, რომ ამ მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახლავთ არა ის, რომ მას ხელი არ მიუწვდება რომელიმე სამედიცინო პროცედურაზე, რომელიმე სამედიცინო სერვისზე, ყველაფერი ხელმისაწვდომია მისთვის, უბრალოდ, ის არ იღებს საკვების რეკომენდებულ რაოდენობას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წყლის ჭავლთან მოცეკვავე” სალომე კენჭიაშვილის უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, 2021 წელს გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა
Next post იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ნათარგმ კანონმდებლობასა და სასწავლო კურსებს სთავაზობს