სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026

წყალტუბოს ახალი ქვესადგური ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია – შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება – ირაკლი კობახიძე

წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტის წარმატებით განხორციელებას.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ქვესადგურის, „წყალტუბო 500“-ის მშენებლობა დაასრულა.

წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, დასავლეთ საქართველოდან სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა და ახალი ჰესების საქართველოს ენერგოსისტემასთან დაკავშირება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდას და ქვეყნის ელექტროენერგიის როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.

პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 350 ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ პროექტი პასუხობს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე მსოფლიო ბანკის  გარემოსა და სოციალური სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა გარემოსდაცვით ვალდებულებას. ჩვენი მთავრობის მხარდამჭერი სქემების მეშვეობით, გაგრძელდება ენერგეტიკული სიმძლავრეების გაზრდა და განახლებადი ენერგიების რესურსების ათვისება. მათ შორის, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში, განხორციელდება 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის – „ჯვარი-წყალტუბოს“ მშენებლობა, რომლის საშუალებითაც ქვესადგური „წყალტუბო 500“ ქვესადგურ „ჯვარი 500-ს“ დაუკავშირდება.  მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს, თითოეულ ინჟინერს თუ მშენებელს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს.როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III ლოცვა კურთხევით, დაიგეგმა კათოლიკოს პატრიარქის შიო III ჩამობრძანება სხალთის ეპარქიაში ოქტომბრის თვეში, სვტისცხოვლობის შემდეგ.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა. ნათლობის მსურველები გახდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III ნათლულები.ნათლობის ჯვრებს თავის ნათლულებს პატრიარქი თავად გადასცემს საჩუქრად.ნათლობის ჩატარების დღესა და რიცხვს და დამატებით სრულ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ უახლოეს დღეებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე – ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კაია კალასი – ევროკავშირი იყენებს თავის ინსტრუმენტებს, რათა სირიას ინკლუზიური და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გზაზე დაეხმაროს, გარდამავალი პერიოდის წარმატება ევროპისთვის მნიშვნელოვანია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სირიის გარდამავალი პერიოდის წარმატება ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.აღნიშნულის შესახებ კალასმა დამასკოში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„ევროკავშირი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს იყენებს, რათა სირიას ინკლუზიური და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გზაზე დაეხმაროს“, – აღნიშნა კაია კალასმა.კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის ურთიერთობები ასადის დამხობის შემდეგ განიცდის წინსვლას.ცნობისთვის, კაია კალასს დამასკოში სირიის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შეიბანი შეხვდა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებითსახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითლის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება)  წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახმეტელის თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი – მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა

ახმეტელის თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.„ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა… ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი. ქალბატონი მზიას შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნებისა და ახმეტელის თეატრის გამორჩეული მატიანეა. მისი მრავალმხრივი ნიჭი და სცენური ოსტატობა მაყურებლის საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას იმსახურებდა.ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი თეატრისთვის, ისე მთელი ქართული კულტურისთვის.სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“

ბოლო სიახლეები