წაყენებული მუხლებით, 15 წლის გოგოზე ძალადობაში ბრალდებულს 9 წლამდე პატიმრობა ელის

Read Time:34 Second

15 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გამოძიების ამ ეტაპზე წაყენებული  მუხლებით, დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 9 წლამდე ელის.

პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავენ.

11 ივნისს, მოზრდი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა.

უწყების ცნობით, გოგო სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი იყო, ბრალდებული დაზარალებულთან ამყარებდა სექსუალურ კავშირს, ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას.

კაცი 13 ივნისს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
100 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ჯერ კიდევ ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს აქვს არასწორი შეფასება, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012-წლამდე და სამწუხაროდ, ამის ფონზე უჭირთ იმ პროგრესის დანახვა, რომელიც 2012 წლის შემდგომ არის
Next post მიხეილ სააკაშვილი: მე პრაქტიკულად ხელშეუხებელი ვარ