ძიუდო | ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებს

Read Time:30 Second

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს შვიდი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ასპარეზობას მხოლოდ ერთი განაგრძობს.

ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ნახევაფინალში იჭიდავებს ილია სულამანიძე (100 კგ). ქართველმა მეოთხედფინალში ყაზახ ბოზბაიევს სძლია და ფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპრეზე ბილალოვს დაუპირისპირდება.

გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე – 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა.

2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე ილია მეორეს ესტუმრა
Next post 2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა