ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

Read Time:21 Second

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ასპარეზობას უზბეკეთის წარმომადგენელი დავლატ ბობონოვი გამოთიშა. ნახევარფინალში ლაშამ რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა.

ეს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების პირველი ოქროა. მანამდე ვერცხლის მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ ?
Next post მამუკა მდინარაძე: ეჭვი უსაფუძვლოა, ჩვენ გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ