„ცოდვის ტირილია გალში… განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული ნათია“ – მკვლელობის ახალი დეტალები

Read Time:38 Second

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობა დაადასტურა. 28 წლის ქალის გაუჩინარების საქმესთან კავშირში მყოფი ახალგაზრდა კაცი პირველ აგვისტოს დააკავეს.

დაკავებული, სავარაუდოდ, აფხაზი სპეცრაზმელია, რომელიც ბახტაძის ოჯახის ინფორმაციით, ქალს ცოლად შერთვას სთხოვდა და უარის შემთხვევაში ემუქრებოდა.

უწყება ამტკიცებს, რომ გოგო ოჩამჩირეში მცხოვრებმა აინარ ცვიჟბამ მოკლა.

„მოკლედ, საშინელი ტრაგედია და ცოდვის ტირილია გალში. ნათია ბახტაძის გამტაცებელმა აინარ ცვიჟბამ აღიარა, რომ გოგო ჯერ გაიტაცა, მერე თავისი “ლექსუსის” სალონში გაგუდა და მერე ვარდილჰეს-3-ის კასკადში ჩააგდო“,-წერს ლაშა ბერულავა.

ღმერთო რა სასტიკადაა მოკლული, საბრალო გოგო!“ , „გზა-კვალს უბნევდნენ გამოძიებას, ვითომ გაიქცა და ნადირმა დაგლიჯაო. ის ცხედარი სხვა გოგოსი აღმოჩნდა“, „საწყალი გოგო, ეს რა წავიკითხე, საშინელაბაა“,- წერენ კომენტარებში.

ოკუპირებული გალის ტელევიზიით, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიის ვარნილჰესში ეძებენ ნათიას ცხედარს. ამ წუთებში, ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
100 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს-ის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე ამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია
Next post თემურ მღებრიშვილი: 400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული სტიქიის ზონაში – 70-მდე მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე