0 0
Read Time:59 Second

თბილისის მერიამ დედაქალაქში ის 14 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ის ქუჩები დაასახელა, სადაც პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტი ამოქმედდება.

თებერვლის ბოლოდან მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

„პირველ ეტაპზე, თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ჩვენი ექსპერტების დახმარებით, თბილისში 14 ქუჩა შეირჩა, სადაც 2018 წლის თებერვლის ბოლოდან, სამარშრუტო ტაქსები ვალდებული იქნებიან, მგზავრთა აყვანა და ჩამოსხმა მხოლოდ მოსაცდელებზე მოახდინონ. აღნიშნული საპილოტე პროექტის, რომელიც მომავალი წლის განმავლობაში, მთელ თბილისზე ეტაპობრივად გავრცელდება, მთავარი მიზანია, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დედაქალაქის ხელოვნური   საცობებისგან განტვირთვას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ორი თვის განმავლობაში, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები დაახლოებით, 259 მოსაცდელს გააკეთებენ, მათ შორის, მათი გაფართოების კუთხით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გატარდება, რათა ავტობუსებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს.

მარშრუტზე მიკროავტობუსების მიერ მოძრაობის ახალი წესის ადმინისტრირებაში მერიის სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი რეგულაციის შესახებ 20 დეკემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები