ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გუო ძიაკუნის განცხადებით, ჩინეთი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის მიერ ირანული სატვირთო გემის დაკავების გამო.
გუო ძიაკუნის თქმით, ჰორმუზის სრუტეში ვითარება სენსიტიური და კომპლექსურია. უწყებაში იმედოვნებენ, რომ მხარეები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ, პატივს სცემენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და შექმნიან აუცილებელ პირობებს სრუტეში ნორმალური გადაადგილების აღსადგენად.
„რეგიონში არსებული ამჟამინდელი ვითარება კრიტიკულ ზღვარზეა ომსა და მშვიდობას შორის. ახლა, როდესაც მშვიდობის ფანჯარა გაიხსნა, ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად ხელსაყრელი პირობების შექმნაა საჭირო. ჩინეთი მხარს უჭერს შესაბამის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების იმპულსის შენარჩუნებაში“, – განაცხადა გუო ძიაკუნმა.
როგორც გუო ძიაკუნმა აღნიშნა, ჩინეთი გააგრძელებს ვითარების დეესკალაციისკენ მუშაობას და კონსტრუქციულ როლს შეასრულებს ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის, სტაბილურობის მიღწევაში.

