ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იქნას გამოყენებული დაძაბულობის შესამცირებლად, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
„ომი არავის ინტერესებში არ შედის და საფრთხეების წინააღმდეგობის გაწევისას, დაძაბულობის შესამცირებლად ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იქნას გამოყენებული“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.
ირანის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მტრის მიმართ უნდობლობა და ურთიერთქმედებაში სიფხიზლე აუცილებლობაა.
შეგახსენებთ, რომ ირანმა უარი თქვა აშშ-თან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე. მედიიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ვაშინგტონის გადაჭარბებული მოთხოვნები, არარეალისტური მოლოდინები, პოზიციის მუდმივი ცვლილება და მიმდინარე საზღვაო ბლოკადაა.

