ჩარკვიანი ხაბეიშვილს: ორივე შენ იყავი , “პაპიც და კათოლიკეც”, ოღონდ გამოდით და დიდი დაფინანსება რომ გაქვთ პარტიას ( მიშას ხმებით) ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში

Read Time:54 Second

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ქუჩაში გამოყვანისკენ მოუწოდებს.

“ხაბეიშვილმა: ” პაპზე უფრო მაგარი კათოლიკეები ნუ იქნებიანო”
არა ლევან რას ამბობ , ორივე შენ იყავი , “პაპიც და კათოლიკეც” ( როგორც შენ ამბობ)….ორივე შენ იყავი, დამითმია,ოღონდ გამოდით და დიდი დაფინანსება რომ გაქვთ პარტიას ( მიშას ხმებით) ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში, რომ არ მოკვდეს მესამე პრეზიდენტი ციხეში, ქვეყნის სირცხვილია და თქვენიც ცხადია!” წერს თაკო ჩარკვიანი.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს მკაფიო გზავნილი ჰქონდა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ქუჩაში გამოსვლასა და 200 ათასი ადამიანის მობილიზებაზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ სააკაშვილს მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა, რაც მთლიანი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას ნიშნავს.

“კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული მესიჯი ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს. რაც შეეხება განსხვავებულ პოზიციებს, ჩვენ ყველა დღე იმიტომ დავდივართ ციხეში ტყვე სააკაშვილთან, პუტინის ტყვესთან, რომ გავცვალოთ პოზიციები. აბსოლუტურად ნორმალურია, რომ პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები და ადამიანებს აქვს განსხვავებული პოზიცია. რუსთაველზე კი არ უნდა შევიკრიბოთ 10 და 15 ათასი, საუბარია 20 000 კაცის ზეიმზე. ბნელ ოთახში კატის ძებნის საჭიროება ნამდვილად არ დგას,”- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ია მეტრეველი: სწორედ სააკაშვილის მითითება იყო, რომ დაეხვრიტათ და დაეხოცათ ადამიანები
Next post ეროვნულ არქივში ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და შშმ პირების ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა