ეროვნულ არქივში ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და შშმ პირების ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

Read Time:31 Second

საგამოფენო სივრცეში სააღდგომო თემატიკის ნაკეთობებია წარმოდგენილი. გამოფენილი ნამუშევრების გაყიდვიდან შესული თანხა ხის სოციალური საწარმოს განვითარებას და მისთვის სამუშაო მასალების შეძენას მოხმარდება.

ხის სოციალურ საწარმოში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები შშმ პირებთან ერთად  მუშაობენ და   განმავითარებელ სათამაშოებს ქმნიან.  პროექტის მიზანი შშმ პირებთან ყოფილ მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა ინტეგრირება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი დასაქმების ხელშეწყობაა.

პროექტს „ერთად-ერთმანეთისთვის“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული ააიპ „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია“ ახორციელებს.

ეროვნულ არქივში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი, ბუბა ლომუაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩარკვიანი ხაბეიშვილს: ორივე შენ იყავი , “პაპიც და კათოლიკეც”, ოღონდ გამოდით და დიდი დაფინანსება რომ გაქვთ პარტიას ( მიშას ხმებით) ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში
Next post პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა