ჩარკვიანი: სააკაშვილი ერთ-ერთ წერილში მწერს, მძიმედ ვარ მაგრამ იმაზე ვდარდობ, საქართველო ახალგაზრდებისგან რომ იცლებაო – აი ამ დარდით ჩამოვიდა აქ

Read Time:41 Second

სააკაშვილი ერთ-ერთ წერილში მწერს, მძიმედ ვარ მაგრამ იმაზე ვდარდობ, საქართველო ახალგაზრდებისგან რომ იცლებაო – აი ამ დარდით ჩამოვიდა აქ – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თამარ ჩარკვიანმა „პალირტანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„სიტუაცია მართლა დამიმძიმდა, მაგრამ ჩემს ჯანმრთელობაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ ყველა გაქცევაზეა. 2023 წელს ახალგაზრდობის ნახევარი აქ არ იქნება, რაღაც უნდა ვიღონოთ – ეს არის ერთ-ერთი ბოლო წერილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მომწერა.

ცუდად მყოფი პრეზიდენტი, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ხალხი გადის ქვეყნიდან, აი ამ მესიჯით, აი ამ დარდით ჩამოვიდა ის. მე იმიტომ ვამბობ, რომ ისტორიულად, უმძიმესად დაუჯდათ და ყველას ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ისტორიული ნაბიჯი იყო. მასზე ნასაუბრევი, რომ ის ხოხავს, ფორთხავს და მშიშარაა, ერთ წუთში მოისპო ეს თემა, მშიშრები ასე არ ჩამოდიან. კონტეინერს გამოჰყვა თუ რას გამოჰყვა, ეს კი არ არის მთავარი, აქ არის სურვილი იმისა, როგორ ჩამოვიდა დევნილი პრეზიდენტი“ – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს რეზოლუციაში სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ხედავს პროგრესს, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით
Next post ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ხელისუფლება ამბობს ამდენი ხანია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი იყო „ქვეყნის წინააღმდეგ“, ამას თავადაც ადასტურებს?