შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს რეზოლუციაში სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ხედავს პროგრესს, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით

Read Time:45 Second

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ხედავს პროგრესს, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამოკიდებული იყო საპარლამენტო უმრავლესობაზე, შესრულებულია.

„ჩვენ შარშან, როდესაც საშემოდგომო სესია დასრულდა, მოკლე შეჯამება გვქონდა 12 პუნქტთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობისა და ძირითადი საკითხები, მინიმუმ, ის საკითხები, რომლებიც დამოკიდებული იყო საპარლამენტო უმრავლესობაზე, არის შესრულებული. არის საკითხები, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ იყო, რამდენიმე პოზიციაზე არჩევის საკითხი, რასაც სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა, და ორი კანონპროექტი, რომლებზეც ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას. თუმცა, სწორედ ის არის მნიშვნელოვანი ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომ, ერთი მხრივ, ყველა ხედავს პროგრესს, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, და რომ ეს პროგრესი არის და ბევრი რეკომენდაცია უკვე შესრულებულია. მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია სწორედ ყველა მხარის მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც შეეხება ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მარტო ვერ შეძლებს. მაგალითად, ომბუდსმენის თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ალბათ ნაკლებად შეინარჩუნებს, გადაწყვეტილი აქვს, იყოს რევოლუციური შტაბი და არა – პოლიტიკური ორგანიზაცია
Next post ჩარკვიანი: სააკაშვილი ერთ-ერთ წერილში მწერს, მძიმედ ვარ მაგრამ იმაზე ვდარდობ, საქართველო ახალგაზრდებისგან რომ იცლებაო – აი ამ დარდით ჩამოვიდა აქ