კვირა, მაისი 17, 2026

შრომის ინსპექციის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

გახადე შრომა უსაფრთხო – ამ სლოგანით რუსთაველის მეტროსთან ხელისუფლებისთვის წარსადგენ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

“უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს, მაინც აწყდება დაბრკოლებებს და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. კანონში კვლავ გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი საკითხები”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ხელნოწერები პროფკავშირების ორგანიზებით გროვდება. ისინი სამ ძირითად ხარვეზს გამოყოფენ:

1. აღნიშნული კანონპროექტით უსაფრთხოების გარკვეული ნორმების უზრუნველყოფა ეხება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულ ადამიანებს

2.პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობისა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს.

3. შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში კვლავ არ აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე.

აუდიტორია 155 შრომის უსაფრთხოების კანონის მიღების მოთხოვნით, 14 თებერვალს საპროტესტო მსვლელობას გამართავს. აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან პარლამენტისკენ წავლენ.

9 თებერვალს, თბილისში მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან 26 წლის მუშა გადმოვარდა. საქართველოს პარლამენტი შრომის უსაფრთხოების კანონპროექტს განიხილავს პროექტის ინიციატორების თქმით, კანონის მიზანი შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაწესებაა.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შეიმუშაონ კანონმდებლობა, რომელიც შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – გაგრძელდება ნეტარხსენებული ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა

გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა.შიო მესამემ ქადაგებისას ილია მეორის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ დღევანდელი დღის აღნიშვნით ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა.„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში. რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა“, – განაცხადა შიო მესამემ.

შიო მესამე – ძმური ერთობით შევიკრიბეთ სამებაში, რათა ვადიდოთ უფალი, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს ლოცვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის

ჩვენ ძმური ერთობით შევიკრიბეთ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობით და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.შიო მესამემ მრევლს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თანადგომისა და სიყვარულისთვის.„განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს, მადლობას გიხდით აქ ჩამობრძანებისთვის. ეს არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტესმიერი სიყვარულის. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობით და სისავსით განმტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა. დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლით და კრძალვით, კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლად მოწყალე უფალს კათოლიკოსპატრიარქობის დიდი პატივისთვის. ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას, ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს ლოცვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა, გვამხნევებდა, გვმატებდა ძალას და სიმტკიცეს“, – განაცხადა შიო მესამემ.

ცოტნე ივანიშვილი – ძალიან მტკივნეულია ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ამ ფაქტებზე წუხილს განვიცდი, ამის იქით არ არის ჩემი განსასჯელი

ძალიან მტკივნეულია ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღეზე, სამებაში განაცხადა.როგორც ჟურნალისტებს ცოტნე ივანიშვილმა გარკვეული პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ვერაფერს იტყვის აღნიშნულ საკითხზე, რადგან ეს საკითხი შესაბამისი სტრუქტურების პრეროგატივაა.„მეც განვიცდი ამ ფაქტებს. ამის იქით ეს არ არის ჩემი განსასჯელი, ამას განაპირობებს შესაბამისი უწყებები და მთავრობა. ამ ფაქტებზე მე წუხილს განვიცდი. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სტრუქტურებმა“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო

პირველად ვხვდებით ამ დღეს მისი დამფუძნებლის, პატრიარქ ილია მეორის გარეშე. ჩემი აზრით, ძალიან ბედნიერია მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ ძალიან ღირსეული გამგრძელებელი გვყავს პატრიარქ შიო მესამის სახით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამებაში განაცხადა.როგორც ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე.„რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, ცხადია, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო. მშობლებისადმი პატივისცემა კი გამოხატულებაა უდიდესი მორალის და ღირსების. ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა გამოდის და გვერდით უდგას ამ იდეას. ამით გამოხატავენ მშობლებისადმი პატივისცემას“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.ამასთან, ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ეკლესიისადმი გაკეთებულ განცხადებებზეც.„ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და ძალიან მკაცრი. მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმეა, ამორალურია, ამაზე საუბარიც რთულია. იმედი მაქვს, ეს ხალხი მოუხმობს ეთიკას, ღირსებას, მორალს და დაფიქრდებიან საკუთარ ნათქვამზე“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.​

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

ბოლო სიახლეები