შვილმა მამა მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი თბილისში წაიღო, შემდეგ კი მამის დაკარგვის შესახებ განაცხადა – პოლიციამ 68 წლის მოკლული კაცი იპოვა

Read Time:20 Second

მკვლელობა გორში – 68 წლის მამაკაცი, რომელსაც სამართალდამცველები შვილის მოთხოვნის საფუძველზე ეძებდნენ, მოკლული იპოვეს. “კურიერის” ინფორმაციით, სოფელ ქორდში მამა შვილმა სანადირო თოფით მოკლა. კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი დედაქალაქში წაიღო, შემდეგ კი მამის დაკარგვის შესახებ განაცხადა.

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 28 წლის მამაკაცი. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რისთვისაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით კირკიტაძე: დროა, პრეზიდენტი გადავიდეს საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად
Next post თამარ ჩიბურდანიძე: როდესაც ერთ სახელისუფლებო პარტიას ხალხი უფრო ენდობა პრობლემების მოგვარებაში, ვიდრე ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას მათივე კვლევებით, ეს უკვე საბედისწერო განაჩენია მათთვის