შვიდ თვეში ექსპორტი 28 პროცენტამდე გაიზარდა

Read Time:50 Second

შვიდ თვეში ექსპორტი 28 პროცენტამდე გაიზარდა. მთავარი საექსპორტო ქვეყნებია ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2.27 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 27.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1. 66 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (352.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (293.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (180.1 მლნ. აშშ დოლარი)

2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 465.9 მილიონი დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მილიონი დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 123.9 მილიონი დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ფაქტობრივად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ოზურგეთს წელს შეემატა ერთ-ერთი გამორჩეული, სამაგალითო სახელმწიფო თეატრი, რომლის სრული აღდგენა დააფინანსა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“