შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონით ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები.
როგორც ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა, შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების მიზეზი.
„ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი. რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და არასდროს ეს არ გამხდარა არც პარტიების საქმიანობის შეფერხების მიზეზი, არც მით უმეტეს, მათი დახურვის მიზეზი, ასეთი ტიპის აბსურდულ საკითხებზე გვიწევს ჩვენ მსჯელობა. წლების განმავლობაში პარტიები დეტალურად აქვეყნებენ, ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე მოეთხოვებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკუთარ შემოსავლებსა და გასავლებს, არასდროს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეფერხების თემა არ დამდგარა დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო გამჭვირვალეა პარტიების საქმიანობა დღემდე, ვიდრე ამას ითვალისწინებს ახალი კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს
სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს, – ამის შესახებ...
პრემიერი: გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებთან ერთად, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე
გვქონდა საინტერესო დისკუსიას ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის...
პრემიერი: “ნაცმოძრაობას” სურს, საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში – საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება!
მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის...
ირაკლი კობახიძე: ალექსანდრე იაშვილს რომ ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება
როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, - ამის შესახებ...
ილია დარჩიაშვილი: უსამართლო შეფასებების მიუხედავად, მოსახლეობა ხედავს, რომ საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზას
გამოწვევების, ხშირ შემთხვევაში უსამართლო შეფასებების მიუხედავად, მოსახლეობა ხედავს, რომ საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ...
თამარ ჩარკვიანი: ვაი ჩემო, მოღალატეებისგან „თვალებდათხრილო” საქართველოვ!
ოპოზიციაში გახარია გვყავს, ვინც გავრილოვის წინააღმდეგ გამოსულ პატრიოტებს დათვის ტყვიებით თვალები დათხარა და ამ საქციელის გამო ივანიშვილმა დააწინაურა, - ამის...