შემზარავი ფაქტი იმერეთში-მამის მიერ გაუპატიურებულმა არასრულწლოვანმა 7 თვის შვილი გააჩინა – რას ამბობენ სოფელში, სადაც დანაშაულის შესახებ გოგონას მშობიარობის შემდეგ გაიგეს

Read Time:34 Second

მამის მიერ გაუპატიურებულმა არასრულწლოვანმა 7 თვის შვილი გააჩინა. მხოლოდ ეს არ არის 17 წლის გოგონას უდიდესი ტრაგედია. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი საკუთარ შვილზე, სექსუალურად, 15 წლის ასაკიდან, 2 წლის განმავლობაში ძალადობდა, ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში კი, მას მოკვლით ემუქრებოდა.

ოჯახი, სადაც საზარელი დანაშაული წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მრავალშვილიანია, დანაშაულის ადგილი კი – იმერეთი. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი სამშობიაროდან დღეს გაწერეს, ნაადრევად გაჩენილი ჩვილი კი ინკუბატორში რჩება. ინცესტის შესახებ სოფელმაც და სკოლამაც მხოლოდ მოზარდის მშობიარობის შემდეგ შეიტყო.

 

უმძიმესი დანაშაულის ადგილზე დღეს “კურიერი” ჩავიდა, თუმცა ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ არც მუნიციპალიტეტს და არც – სოფელს.

“ცუდი ამბავი მოხდაო… ვერაფერს გეტყვით. [დაკავებული] ყველასთან ახლოს იყო სოფელში. წინა დღეს ერთად ვიყავით, არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევია, ჩვეულებრივად იყო. 3 დღეა, დააკავეს. შოკისმომგვრელია,” – ამბობენ სოფელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას ემსხვერპლა
Next post პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად გაიხსნა