ორშაბათი, აპრილი 20, 2026

შემზარავი ფაქტები სანდრა რულოვსის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ

სკრინინგ პროგრამა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ქალ პატიმრებზე, სანდრას “სიკვდილის” სკრინინგ ავტომანქანები ქალთა კოლონიას ხშირად სტუმრობდნენ.

რომელიმე პატიმრისთვის მკურნალობის კურსის ჩატარების შესახებ არ მსმენია.

სამაგიეროდ ერთნაირი დიაგნოზით – კიბო. კიბოს საწყისი ეტაპით პატიმარი ქალბატონების უმრავლესობას სასწრაფო წესით მიაქანებდნენ საოპერაციოდ და აჭრიდნენ საშვილოსნოს დანამატებთან ერთად.

როცა აღნიშნულმა პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო პატიმარმა ქალებმა დიაგნოზების შედარების შემდგომ აღმოაჩინეს, რომ ყველას ერთი უბედურება ჭირდა. რასაკვირველია გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩატარებული ოპერაციებით სერიოზული თანხა მიედინებოდა ვიღაცის ყულაბაში, თუმცა მაინცდამაინც საშვილოსნოებით და საკვერცხეებით რომელ გველეშაპს კვებავდა სანდრა, დღემდე გაურკვეველია…

პატიმარი ქალები სანამ აღნიშნულ საკითხზე ფიქრობდნენ გველეშაპმა ყაურმა მოინდომა და ფილტვის ოპერაციების სერიაც დაიწყო… (აღნიშნულ საკითხსაც შევეხები)
ჯანდაცვაში დიდძალი საგრანტო დაფინანსებები შემოდიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან, “გლობალ ფონდიდან”, “იუესაიდიდან” და ა. შ. ამ დაფინანსებებზე მაშინ ვერავის მიუწვდებოდა ხელი სანდრა რულოვსისჩაურევლად. რაც უნდა გენიალური აზრი ან ინიციატივა ჰქონოდა ადამიანს, ჯანდაცვაში, გამორიცხული იყო გრანტი მიეღო, თუ იგი სანდრას ინტერესებშიც არ შედიოდა. მის გარშემო მყოფი არასამთავრობოები სისტემატურად ღებულობდნენ გრანტებს, არადა ფაქტი ის იყო, რომ ჯანდაცვაში საქმე უკან მიდიოდა და არა წინ.

სხვათა შორის, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, სანდრას ფავორიტს, სანდრო კვიტაშვილს და რამდენიმე პიროვნებასაც ჰქონდათ არასამთავრობო, რომელიც გრანტით ფინანსდებოდა. ეს არასამთავრობო გრანტებს უწყვეტად ღებულობდა, მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებდა, ან საერთოდ აკეთებდა თუ არა რამეს, ესეც არავინ იცოდა. ერთადერთი მაღალჩინოსანი ვინც ნაციონალების დროს, ამ სამინისტროდან ციხეში წავიდა, კოკა ფრუიძეიყო და მისი დაპატიმრების ერთ-ერთ რეალურ ვერსიად, სწორედ სანდრასთან მის უთანხმოებას ასახელებდნენ. სანდრას ინტერესები საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესებშიც იდო და მათი ინტერესებიც ამ დროს გადაკვეთილა.

მართალია ფრუიძე სრულიად სხვა ფაქტის გამო დააპატიმრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩაუსაფრდნენ და.. “100 საავადმყოფოს” პროექტთან დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამბობენ, დღემდე არ დაწყებულა. ამის გარკვევას თუ ოდესმე ვინმე დაიწყებს, იქ აუცილებლად ამოვარდება “ქველმოქმედი” ექსლედის ინტერესები, მაგრამ სააკაშვილი ისეთ გონორზეა და ეს ხელისუფლებაც იმდენს აბედინებს, არა მგონია ეს რომ მოხდეს.

“ტუბერკულოზის პროგრამაც” ხომ სანდრას სახელს უკავშირდებოდა. იგი საერთაშორისო ორგანიზაციაში ტუბერკულოზის პროგრამის წარმომადგენელი გახლდათ. საქართველოში ტუბერკულოზის მართვა რომ არ ხდებოდა ეგეც თვალნათელი იყო, რადგან ციხეებშიც და გარეთაც ტუბერკულოზი მძვინვარებდა და მისი პროფილაქტიკა და აღრიცხვა არ ხდებოდა.

ტუბერკულოზის ცენტრის გარემონტება დაავადებასთან ბრძოლის ერთი პატარა სეგმენტი იყო და მთავარი დანარჩენი გახლდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ ტუბერკულოზს ვერ, ან არ მართავდნენ, რადგან ის ატიპური ფორმები განვითარდა. ეს კი გამოიწვია არასწორმა მკურნალობამ და თანმხლებმა დაავადებებმა, რომელიც პროგრამის არასწორი მართვის შედეგი იყო. საქმე იმაში გახლდაღთ, რომ ატიპური ფორმების გამოვლენის დროს ტუბერკულოზის მკურნალობა უფასო აღარ იყო და დიახაც რომ აქ იყო “ძაღლის თავიც დამარხული”, ანუ ყველაფრისგან ფული კეთდებოდა ხალხის გაუბედურების ხარჯზე და ამას ყველა კადრულობდა, მათ შორის, პირველი ლედიც. თუ ამ საქმეების გამოძიება და სიმართლის გარკვევა შეუძლებელია, ხელისუფლებამ ის მაინც გააკეთოს, რომ ასეთ ადამიანებს კიდევ არ აყრევინოს ხალხისთვის თვალში ნაცარი. ბოლოს და ბოლოს ამ თემებზე ლაპარაკით მაინც.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა, 2009 წელთან შედარებით, 50%-ით იყო გაზრდილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ 2010 წელს 142 შეადგინა, როდესაც ეს მაჩვენებელი 2009 წელს 100-ზე ქვემოთ იყო.

ახალხო დამცველი პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ტუბერკულიოზს ასახელებდა, ასევე გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის ძალიან ბევრი გარდაცვლილ პატიმარს ტუბერკულიოზის გარდა ც ჰეპატიტი აღენიშნებოდა; ეს გაკვეთის შედეგებმა დაადასტურა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ტუბერკულიოზთან დაკავშირებული პრობლემა გაღრმავდა არათუ მოგვარდა. (სწორედ აღნიშნულ პერიოდში შემოაქვს სანდრას დოც და დოც+პროგრამა), ასევე 2010 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა “სიკვდილის ექსპორტს” – როდესაც ფაქტიურად გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაჰყავდათ.

ძალიან ბევრი პატიმარი, რომელიც გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან შეიძლება გზაში არ გარდაიცვალა, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღე იცოცხლა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. ეს მონაცემები დეტალურადაა ანგარიშში. იმავე ანგარიშში არაერთი სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლის გვარი და სახელია მითითებული, რომლებიც შემჩნეული იყვნენ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში.ფილმში “ჰეროკრატია” მეორე ნაწილი, ციხის ექიმის და ნაწამები პატიმრის შეხვედრით მთავრდება ექიმი ნაწამებ პაციენტს დაზიანებებს თვალნათლივ ხედავს, მაგრამ ფორმა 100-ში არ უფიქსირებს, სამაგიეროდ ეუბნება, რომ “ტუბი” სინამდვილეში არა აქვს, მაგრამ სპეცზონაში უშვებს იმ იმედით, რომ იქ “აიკიდებს” .

სანდრას “ბიზნესს” ნაცხროვა “ნედლეულით” დიდი მონდომებთ ამარაგებდა. აღნიშნულ პერიოდში პატიმრების რაოდენობა 25.000 ზე მეტი იყო აქედან 3.000 ქალი…

საქართველოს და ქართველების “სიყვარულით” დამდნარი წყვდიადის დედოფალი სანდრა 2010 წელს როცა პატიმრების რაოდენობამ და მათმა სიკვდილიანობის ციფრმა პიკს მიაღწია ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და გზად პოლონეთში შეივლის (საინტერესოა ვის და რის ხარჯზე მოგზაურობდა განუწვეტლივ) ჯანდაცვის საკითხებზე საქართველო-ამერიკის ორმხრივ კონფერენციას დაესწრება, რომელიც საქართველოს პირველი ლედის თავმჯდომარეობით გაიმართა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს ქალთა რუსთავის მეხუთე დაწესებულებას ხათუნა კალმახელიძე სტუმრობდა “ბანდასთან” ერთად იმ დღეს მინისტრს დაბადების დღე ქონია და “დაღლილი”  ხათუნა პარიზში “გაუტაცებია”  პრეზიდენტს. იქ როგორ მიულოცავდა დაბადების დღეს დაქანცულ მინისტრს ვინ იცის

მე სარწმუნო წყაროდან გავიგე ეს “სათუთი” ამბავი, რომელსაც სანდრაც აუცილებლად გაიგებდა, თუმცა ნაკლებად შეიმჩნევდა ჯაშუშობა ხომ დიდ მსხვერპლს მოითხოვს… ასე რომ ჯანდაცვის საკითხებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზეც წლების განმავლობაში ექთანი გვიწყვიტავდა, ექთანი რომელსაც ქმარი ნაცელიტის მახინჯმანებს ლამის თავზე “იმასშვებოდა”…

2010 წლიდან 2012 წლამდე კარგად მომზადდა ნიადაგი სასჯელაღსრულების სისტემაში “ტუბის” ახალი პროგრამით პატიმრების დასაჩმორებლად და დიდი თანხების გასათეთრებლად. ქონდა თუ არა პატიმრებს ტუბი მაინც აღრიცხავდნენ, რათა “დოცი ” და “დოც+” პროგრამა წარმატებით შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში სანდრას პატრონაჟით და ადამიანების გვამებზე და ძვლებზე სიარულით ათეულობით მილიონით შეევსო “ოჯახის”  ყულაბა.

ცნობილია, რომ ტუბერკულოზის დაავადების საშიშროება იზრდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი დასუსტებულია არასრულფასოვანი კვებით, სტრესებით, ქრონიკული დაავადებებით. ამიტომ ტუბერკულოზისგან დამცველი ძალების გასაძლიერებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ასე შემდეგ ასე, რომ ციხე და კოლონია ტუბერკულიოზის გასავრცელებლად და “სახეიროდ” შესაფერისი ადგილი გახლდათ. 2012 წლის მაისში მედიის საშუალებით” პიკასო ფერებში” გავრცელდა ინფორმაცია თუ როგორ გახსნეს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმატუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი, სადაც თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკა ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მქონე პაციენტებს მოემსახურებოდა.სიამაყით განაცხადეს, რომ ცენტრი ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებდა, რაც აუცილებელი იყო გადამდები დაავადებების გავრცელების შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 97-საწოლიანი საავადმყოფო დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაც ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მკურნალობაში სპეციალური გადამზადება გაიარეს.

ასევე სიამაყით განაცხადეს, რომ საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებდა, რომლის ფარგლებშიც, დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში პაციენტები უფასოდ ისარგებლებდნენ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით.

და ყველაზე საინტერესო – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შენობის რეკონსტრუქცია “სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია – აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა.

ტუბერკულოზით დაავადებების სტატისტიკამ-ციხეებში სანდრას გააქტიურების შემდეგ მოიმატა.

2010-895 შემთხვევა.

2011-800-შემთხვევა.

2012 წელს 457 შემთხვევა და აღნიშნულ ორ წელიწადში 284 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი რამდენს სიკვდილის წინა დღეს ან რამდენიმე საათით ადრე უშვებდნენ, რომ მიცვალებული ნაკლებად “დაწეროდათ”

“მაღალკვალიფიციურ პერსონალს”  რომ გესტაპოს სკოლა გაატარეს ფაქტია მეც კარგად მახსოვს და მამაკაც პატიმრებსაც ემახსოვრებათ “მაღალკვალიფიციური პერსონალი” თინა მახარაძე კოორდინატორი ” ტუბიდან”  რომელიც #6 დაწესებულებაში, დამწყვდეულ საკანში პატიმრებს “დოც+” ფარგლებში “ქსდეარს” ქიმიოთერაპიით “მკურნალობდა”.

წარმოუდგენელია ქიმიოთერაპიით მიყენებული ტკივილების აღწერა, უჰაერობაში, შესაბამისი კვების და ყურადღების გარეშე, გაუსაძლისი ტკივილითსანდრას ექსპერიმენტს ციხე კოლონიაში თინა მახარაძე კურირებდა.

მე პირადად მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონდათ მცდელობა ჩემი ინფიცირების. თუმცა ჯანმრთელი ორგანიზმის წყალობით გადავრჩი.

აშინდელი სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ასათიანი დაწესებულების დირექტორის კაბინეტში მარწმუნებდა რომ იქსდეარით ვიყავი ინფიცირებული არსებობდა ეპიდემიის საფრთხე და საჭირო იყო ჩემი იზოლაცია და სტაციონარში კვლევის გაგრძელება. მაშინ გამიჭირდა დამეჯერებია, რომ ადამიანები ვინც მიშას და სანდრას გვერდით იდგნენ მხოლოდ ცოფიანი მხეცის ინსტიქტით მოქმედებდნენ.

გამივრცელეს დეზინფორმაცია რომ ჩემი დაავადება დაფრინავდა, რომ მქონდა ფილტვზე კიბო და რამოდენიმე დღის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი. ძნელია ადამიანმა წარმოიდგინოს ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ რა ემართება პატიმარს, ჯერ ერთი აღარც თავისუფლება უნდა, რადგან ოჯახის წევრები არ დააინფიციროს, ყოველდღიური ქიმიოთერაპიით დაუძლურებლ სხეულს, სულიც გათიშული აქვს და მისთვის ყველაფერი სულერთია იმ გაუსაძლისი ტკივილის ტაყუჩების გარდა, რომელსაც წყვდიადის დედოფალი დატრეინინგებულ ვამპირების დახმარებით ექსპერიმენტების, გამდიდრების და მხეცური ჟინის დასაკმაყოფილებლად გაყენებს…

მოკლედ მყისიერად აღმოვჩნდი სანდრას გახსნილ ნაქებ საავადმყოფოში სადაც პატიმრებისთვის სამი საკანი ყოფილ მორგის შენობაში იყო განთავსებული იქ, კიდევ ერთმა დატრეინინგებულმა ექიმმა გვარად (ერისთავმა) მომახსენა რომ დაავადება რომელიც მე მჭირდა არ იკურნებოდა შეიძლება ექვსი თვე მეცოცხლა, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლებიც.

თუმცა სამი წელი უპირობოდ უნდა მიმეღო ქიმიური პრეპარატები. მითხრა რომ ფილტვები უკვე დაშლის ფაზაში მქონდა…

უფლებადამცველმა სალომე აბულაძემ საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღესვე მომაკითხა და კატეგორიულად მოითხოვა თოდუას კლინიკაში ჩემი გაყვანა და მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარება, დიდი ბრძოლის შემდეგ გამიყვანეს და დასკვნაში “ინატრე ფილტვი” ჩამიწერეს. “ოპერაცია ფილტვის” შესახებ წერდა ” ასავალ-დასავალი”  დან ზაზა დავითაია. ასევე ჩაერთნენ ჩემი მეგობრები და ფილტვის ოპერაციის იძულებით გაკეთება ვეღარ გაბედეს. (ვისაც გაუკეთეს დღეს ცოცხალი აღარ არის)თუმცა რუსთავში დამახვედრეს სპეციალურად ჩემთვის აშენებული ციხე – ციხეში. რომლის” დიზაინიც”  მისვლისთანავე დავწვი და დავლეწე.

ამიტომ ზამთრის გატარებამ ნახევრად დახურულ კარში მომიწია. ერთი თვის შემდეგ უარი განვაცხადე ქიმიური პრეპარატების მიღებაზე, რადგან თერმომეტრზე ტემპერატურა 34 ქვემოთ მიფიქსირდებოდა და აგვისტოში – ვიყინებოდი. წნევა 45/30 ზეც მქონია და ვერაფრით მირეგულირებდნენ. ერთ-ერთმა ექიმმა მირჩია აღარ მიმეღო ქიმიური პრეპარატები რადგან არაფერი მჭირდა და მიზეზი რატომაც მომიგონეს აღნიშნული დაავადება მე უნდა მცოდნოდა..

თინა მახარაძემ გააპროტესტა ჩემს მიერ პროგრამის მიტოვება “დოც+”  55000 ევროთი ფინანსდება (ანუ მაგ თანხას თითო ადამიანზე თვლიდა) და დამემუქრა ორ თვეში, მკურნალობის იძულების წესით კანონს მიიღებენო და მაშინ კი ვასროლინე კუდით ქვა და ხურდათ ფსიქიატრს ყოველ კვირას მიგზავნიდა არადა მათ მიერ დოზის გადამეტებით დანიშნული.

პრეპარატის ანოტაციაში ფატალურ სავარაუდო შედეგთან ერთად ხანგრძლივი დროით ცენტრალური ნერვიული სისტემის დეზორგანიზებაც იყო ნახსენები (ციკლოსერინა). იყო შემთხვევა როცა თერთმეტ პატიმარ ქალს “კოლექტიურად აღმოუჩინეს” ტუბი (ჩემს შემდეგ)თერთმეტივემ გადაამოწმა ადვოკატის დახმარებით და არცერთს არ აღმოაჩნდა.

ასე, რომ ჩემს ბრძოლას მიშას და სანდრას სანატორიუმში უშედეგოდ არ ჩაუვლია. იძულებით მკურნალობის დაკანონებას ვერ მოესწრნენ რადგან ორ თვეში ნაცმოძრაობაც დამარცხდა “ტუბის აღმოჩენა”  სარფიანი საქმე გახლდათ ნაცბანდისთვის იზოლაციაში აქცევდნენ დაუმორჩილებელ პატიმრებს, ათეთრებდნენ დიდ თანხას, სიცოცხლეს ართმევდნენ ახალგაზრდებს ვითომ მოურჩენელი დაავადების წყალობით, ორგანოებს აცლიდნენ და სად მიჰქონდათ დღემდე გამოუძიებელია…

სამწუხაროდ სააკაშვილის ხროვის მიერ ნაწამებ გაუბედურებულ პატიმრებს, სანდრას სასიკვდილო ექსპერიმენტიც ემატებოდა რის შედეგადაც უამრავმა პატიმარმა დაასრულა სიცოცხლე სიკვდილის ანგელოზების (ბადრაგების)მეთვალყურეობის ქვეშ.

რამოდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ნინო ჯღარკავამ მიშა “მოიკითხა”  და შემაძრწუნებელი პოსტი გაავრცელა რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ-

” ესეც კინოაა შე ჩასაძაღლებელოო სააკააშვილოო? თამაზ დადვანი.. ყაჩაღობაზე გაასამართლეს, უდანაშაულო იყო, ექსპერტიზები გააყალბეს, ბოლომდე სჯეროდა რომ სიმართლეს გაიტანდა, სულ მეუბნებოდა ციხე ვერ გამტეხავსო, თავს ნუ შეაწირავ მეთქი სულ ვარიგებდი, ვხედავდი შეუპოვარი და პრინციპული იყო… არ ეპუებოდა არ უთმობდა…
უზენაესის განაჩენის შემდეგ მშობლებმა დამირეკეს ძალიან ცუდად არის შედი ნახეო, რომ შევედი სავადმყოფოში იყო, დაბერებული 23 წლის, 50 წლისას გავდა, ფეხზე იდგა ძლივს, მთხოვა ჩემი შეყვარებულის სურათები დამრჩა საკანში ის წაიღონ იქიდან ჩემებმა, დაჟინებით მთხოვდა. რაღაც ტაბლეტებს მასმევდნენო, ბოლოს რომ დავუძლურდი აქ გდმომიყვანესო, მეორე დღეს შევედი, რეანიმაციაშია, ტუბერკულიოზი აქვს არ შეხვიდეო, ნიღაბი მოვითხოვე, არ მოგვცეს, მე და მეორე ადვოკატი, მაია დონაძე ვიყავით ერთად, ექპერტიზისთვის მისი ხელმოწერა მჭირდებოდა, უნდა მენახა… არ ეგონათ მაინც რომ შევიდოდით რეანიმაციაში, გამიკვირდა ასე უცბათ როგორ მოხვდა იქ, კარი შევაღე არავინ იყო, `რენიმაცია~ იყო რკინის საწოლზე სასიკვდილოდ გადადებული პატიმრები…
ხმაამოუღბლად, ექიმი ვნახე მისი, თვალები გაუფართოვდა იქ რა გინდოდათო, ვინ შეგიშვათო, ეს არის მეთქი თქვენი რეანიმაცია, მიხედეთ თეთრეული მაინც დუგეთ, წამალი მაინც დაალევინეთ მეთქი… მეორე დღეს დარეკეს ადვოკატთან, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალაო, ახლობლებს გააგებინეთო, მე ვერ ავღწერ იმ ტკივილს ….იმ ზარს, რომლის განხორციელებაც ჩვენ მოგვიწია…. მერე… ის მახსოვს გვამს არ ატანდნენ, ხელის მოწერას თხოვდნენ ახლობელს რომ პრეტენზია არ ქონდათ, ისე არ არ ატანდნენ გვამს.. რაღაც საშინელი მარშუტკა იყო…. ეს თაზო არ არისო მესმოდა ყვირილი, შეცვლილი იყო…
ნანა ლეჟავამ გადაცემაც გააკეთა სადაც მოვყევით რა იყო მათი სანაქებო ციხის რეანიმაცია… რაზეც დაგვიბარა რამოდენიმე ხნის შემდეგ მაშინდელმა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა და ადვოკატებს შეფარულად დაგვემუქრა….

ალბათ ეს იმის ნახევარია რაც იქ განვიცადეთ და გადავიტანეთ ყველამ ერთად.”

-ეს ტაბლეტები სწორედ ის ქიმიური პრეპარატებია რომელსაც დოზის გადაჭარბებით იძულებით ასმევდნენ ჯანმრთელ უტეხ პატიმრებს, აბა ყველას ცემაში ხომ არ დახოცავდნენ, შემდეგ ორგანოებს ჯერ კიდევ თბილი სხეულიდან უღებდნენ და გამწარებულ პატრონს სასწრაფო წესით ხელს აწერინებდნენ, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ. ხო, რეანიმაციაშიც კი, ქალპატიმრებსაც ღამით ფეხზე ბორკილით აბავდნენ.

ათი ვირზილა, რომ გადგას თავზე ნაოპერაციევი სად გაიქცევი?

მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ფსიქოლოგიური წნეხისთვის იყენებდნენ ამ ფაშისტურ საშუალებას.

არადა ძნელი წარმოსადგენია, ტკივილი, ციხე, ოპერაციით გამოწვეული დისკომფორტი და ბორკილი. ნეტა სანდრამ მიშას თვალებში თუ ჩახედა, თუმცა მათი გული და თვალი რამ გაყო ერთი ვამპირის სისხლი უბუყბუყებს ორივეს.

საყურადღებოა ერთი ფაქტიც რომელიც ჯერ ტუბის ექთანს “გამოვტყუე”  და შემდეგ პირადად გადავამოწმე.

მოკლედ სანდრას გახსნილ ოთხმოცდაჩვიდმეტ ადგილიან საავადმყოფოში ვიღაც ხომ უნდა დაწოლილიყო?

მცირე რაოდენობის ადამიანების `დაგოიმებაც~ მოახერხეს თუმცა უმრავლესობა უბინაო, სოციალურად დაუცველი ადამიანები იწვნენ ღამით ისინი რვა საათზე უნდა დაბრუნებულიყვნენ შემდეგ ალაყაფის კარები იკეტებოდა.

აჭმევდნენ დღეში სამჯერ მედიკამენტს არ იღებდნენ, თუმცა მიღებას იქაური წესით ექთანი ესწრებოდა.

დღისით გადიოდნენ ტერიტორიიდან თითქმის ყველა გარევაჭრობით იყო დაკავებული.

როგორც ზემოთ ავღნიშნე ატიპური ტუბერკულიოზის ფორმა მკურნალობის სამწლიან კურსს ითვალისწინებდა.

აღნიშნულის შესახებ რასაკვირველია მედპერსონალიც საქმის ყურში იყო და ტექნიკური პერსონალიც. სანდრას ზეობის ხანაში მიღებული ფორმა იყო რამოდენიმე ადამიანს ათასობით გასამრჯელო, დანარჩენებს კაპიკები ჰოდა სწორედ ექთანმა “გამანდო” საიდუმლო რომელიც შემდეგ გადავამოწმე და სხვა თანამშრომლებმაც დამიდასტურეს და სხვა უტყური ფაქტებიც მოვიპოვე…

ქეთევან ზარნაძე

“საერთო გაზეთი”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე გიორგი – მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ!

მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, „დანიშნულმა“ პატრიარქმა შესაძლოა, დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს.„შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან, თუმცა ყოვლად დაუშვებელია, ირიბადაც კი, ამ პროცესებში ჩარევა. მოციქულთა 30-ე კანონი ბრძანებს: „ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი შემწეობით მიიღებს ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს; ასევე ყველა მისი თანამზრახველი“. კანონის თანახმად, ეპისკოპოსების, პატრიარქების გამორჩევის უფლება ყოველთვის ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა. ამაზე საუბრობს მეშვიდე მსოფლიო კრების მესამე კანონიც. ეკლესია ყოველთვის გმობდა, ეპისკოპოსის დადგინებისას, სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ჩარევას. მოციქულთა კანონი ასეთ დანაშაულს სიმონიის ტოლფასად მიიჩნევს. ამიტომაც უწესებს კანონი მათ ისეთივე სასჯელს, როგორიც სიმონიისათვის არის დაწესებული - ხარისხიდან განკვეთას და ეკლესიიდან მოკვეთას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი თმობს თავის პრინციპს: არ განსაზღვროს ერთი დანაშაულისათვის ორი სასჯელი - და დამნაშავეს ადებს ორმაგ სასჯელს, რადგან სიმონია აღემატება ყველა მძიმე დანაშაულს. ყოველ მღვდელმთავარს არჩევნების შემდგომ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს არის სულიწმიდით გამორჩეული პატრიარქი, ვისი კანონიკური მორჩილების ვალდებულებაც ექნება და არა „დანიშნული“ პატრიარქი, რამაც შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს - რისგანაც დაგვიფაროს უფალმა! მკვდრეთით აღდგომილმა და ჯოჯოხეთის ბჭეთა შემმუსვრელმა ქრისტე მაცხოვარმა მოგვცეს კეთილგონიერება, რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება. ამინ!" - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გიორგი ჯამდელიანი.

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა

თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.ჩემპიონატის მეოთხე დღეს ჩემპიონობა იზეიმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ილია სულამანიძემ (-100 კგ) მოიპოვა.საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი - ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა პირველად მოიპოვეს ოთხი ოქროს მედალი და ისტორიაში პირველად საქართველოს ოთხი ევროპის ჩემპიონი ჰყავს. ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100) იზეიმეს. ვერცხლის მედლები გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი ილია სულამანიძე (-100 კგ) გახდა.კონტინენტის პირველობა 16 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში 46 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, ასპარეზობა პირველად 2009 წელს ჩატარდა.

მეუფე იაკობი – ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა – ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს – პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება,...

ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს-პატრიარქმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა და სხვებს საკუთარ საქმეებში არ ჩარევენ.„გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი, რას აკეთებდა მაშინდელი პარლამენტი, მაშინდელი მთავრობა და მთლიანად ოპოზიცია. ხელი რას მოაწერეს? ჩვენს წინააღმდეგ წავიდნენ. ყველა ქრისტეს წინააღმდეგ წავიდა, აბა კარგად გადახედონ. გახარიას ნუ დააბრალებენ მარტო, იქ ვიყავი ხოლმე პატრიარქთან, როგორ მოდიოდნენ...არ დავუშვებდი და არ დავუშვებ იმას, რომ ვიღაცებმა ეკლესიაში ის საქმე გაატარონ, თუ მათი არ არის. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ, ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ. ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება. პირველ რიგში, ღმერთთან იქნება პასუხისმგებელი და ჩვენთან, დანარჩენი ილუზიებია, ყველამ დაივიწყოს. ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ, ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გვჭირდებოდეს ეს გააკეთეთ და ის გააკეთეთ. აქეთ გიკარნახებთ რა გააკეთოთ და რა არა, ვინც ჩარევას დააპირებთ.მაშინ{პანდემიის დროს} ეკლესიების დაკეტვას გვეუბნებოდნენ. შეეშინდათ და არ უნდოდათ, რომ ადამიანები გარდაცვლილიყვნენ. ბოროტები კი არ იყვნენ, ეგონათ, რომ სიკეთეს აკეთებდნენ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.მისი განმარტებით, ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.„დღეს რა ხდება, მოინდომეს მოსვლა ნაწილმა, ერთმა ქალბატონმა რომ თქვა ის გამიკვირდა, მერე რომ აჰყვნენ. ნუ ეხებით იმას, რაც ჩვენი გადასაწყვეტია. შეიძლება როცა მთავრობაში ხარ აკრძალო, რა არ შეიძლება ქუჩაში, თუნდაც ტროტუარზეც არ დამაყენო, ძალა თუ გააქვს გააკეთებ, მაგრამ ეკლესიაში ვინ მოვა, რა შენი საქმეა. მე ერთი რამ მინდა ვთქვა - თუ ისინი ეკლესიურები არიან, მორწმუნენი ხომ ჰყავთ მათ, დაუძახონ და დაარიგონ, ვიღაც მრჩეველი ხომ უნდა ჰყავდეთ. ჩვენ კი არ დავძაბუნებულვართ, ეკლესიაში ყველას დავიცავთ, მერე შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ დამაბრალონ, მე ქრისტიანად ვუყურებ ნებისმიერ ადამიანს, ჩემზე ძალიან ვინ ებრძოდა მათ? 2013 წლის 17 მაისს ვინ იყო იქ? დღევანდელზე ვიძახი პარლამენტში ვინც არიან, ან როდის იყო, ქვეყანას უჭირდა და იქ არ ვიყავი და ისინი იქ იყვნენ. ბოლო წლებში ეკლესია გვერდზე გადავიდა? რაც თქვენი საქმე არ არის, იმას ნუ აკეთებთ, ყველამ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ. უწმინდესი შეიძლება ამ ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვტოვა. მე ცოცხალი ვარ, სხვებიც ისე არიან და ამიტომ ერთად უნდა ვიაროთ წინ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს - პატრიარქის დაკრძალვაზე მთელი საქართველო შეიკრიბა და არც პარტიული დაყოფა იყო.„კი ცდილობდნენ ერთად არ მდგარიყვნენ, მაგრამ ჩვენთან მაინც ყველა მოდიოდა. დღეს თუ შერიგების და ერთად ცხოვრების შანსია, საქართველო ხომ უფრო გაძლიერდება. ღმერთთან ყველას ადგილია. შეიძლება პარლამენტში ჰქონდეთ 150 ადგილი, თორემ ეკლესიაში ძალიან დიდი ადგილია. ცხონების გზაზე ერთმანეთს ხელს ნუ შევუშლით. რასაც ვამბობ, სიყვარულით ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეგობრები არ მყავდეს ამ მთავრობაში და პარლამენტში, უმეტესობას საერთოდ არ ვიცნობდე, ჩემი ქვეყნის მთავრობაა, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.ქუჩის და სახელმწიფოს კანონები თქვენ წერეთ და ჩვენსას საერთოდ ნუ შეეხებით, ან მოდით და გვკითხეთ. დაგარიგებთ, რომ ჭკვიანად მოიქცეთ. ლენინის, საბჭოთა კავშირის დრო ხომ არ არის. ძლიერად ვართ და ეკლესიაში მოსვლა ვისაც უნდა, არცერთი ადამიანის დაჩაგვრას არ დავანებებთ. თუ არადა, სცადეთ და რამდენ ხანს ცდით თითოეული ადამიანი, მაგასაც ნახავთ. არავინ ვნახო, რომ ეკლესიაში მოსული დააბრკოლოს. პირადად გავყვები, ბოლომდე და ვერავინ უშველის ვერც ჩვენს ქვეყანაში და ვერც გარედან. ღმერთს ქართველების ერთობა უნდა, პატრიარქსაც ერთობა უნდოდა. პატრიარქთან ისეთ თემებზე მაქვს ნასაუბრები, სხვასთან არავისთან ლაპარაკობდა, არცერთ ეპისკოპოსთანაც. კარგად ვიცი, როგორი საქართველო უნდოდა. ამიტომ, ისე გავაკეთოთ, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.ჩვენ სახელმწიფოს საქმეში არ ვერევით, არც სახელმწიფო ერევა სიმართლე რომ ვთქვათ, უბრალოდ, უვიცობის გამოა. კიდევ კარგი კათოლიკეები არ არიან, თორემ რომის პაპზე კათოლიკეები იქნებოდნენ ან შეიძლება ინკვიზიცია ჩაეტარებინათ. ძველად „ნაცები“ იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან და არ შეიძლება, ცოტა დავფიქრდეთ. ქრისტეს ქვეყანაა, ღვთისმშობლის წილხვედრი და შესაბამისად ვიცხოვროთ. დღევანდელი ჩემი ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ კრიტიკოსი ვარ. უბრალოდ, ვეუბნები, რომ ასეთი რაღაცები არ გააკეთონ. ჩვენს მხარდაჭერას დაკარგავთ და შეხედეთ ვინ დაგრჩებათ მერე. ეკლესიაში ჩვენს განწყობას გეუბნებით. კარგა ხანია ვუყურებთ და თუ ვდუმდით, აღარ ვიქნებით გაჩერებულები. ვინც არ უნდა ავირჩიოთ , შეიძლება ჩვენთვისაც მისაღები იყოს და გარეთაც ყველასთვის, მაგრამ იცოდეთ, არის საკითხები, რომელსაც ჩვენს გარეშე ვერავინ ვერაფერს გაიტანს, ესეც კარგად იცოდეთ. ვისაც მხარს დავუჭერთ, ის გახდება პატრიარქი, ესეც კარგად იცოდეთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

გურამ თუშიშვილი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნიზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა.გურამ თუშიშვილმა გამარჯვების შემდეგ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:„ძალიან გახარებული ვარ, მესამედ გავხდი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა, ჩვენი ხალხის წინაშე გავიმარჯვე და ქართველი გულშემატკივარი გავახარე – ვულოცავ ყველას.გუნდში კარგი მდგომარეობაა და ეს ისტორიული შედეგიც ამის დადასტურებაა.მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეცდებით, ოქროს მედლები მოვიპოვოთ, იქიდანაც გახარებული ჩამოვიდეთ და ქომაგებიც გავახაროთ“.

მეუფე შიო – ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, რამდენი საუბარია, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა – უნდა იყოს ურთიერთგაგება, კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის, მიმტევებლობა, პატიების უნარი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიომ საზოგადოებას კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.მეუფე შიოს თქმით, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც.„დღეს წაკითხულ სახარებაში მოვისმინეთ, რომ მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა – მშვიდობა თქვენდა. მერვე დღეს როდესაც გამოეცხადა, თომა მოციქულიც მათთან ერთად იყო და კიდევ ერთხელ უთხრა – მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს ამ მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. მაშასადამე, უფლის მიერ მოცემული მშვიდობა განსხვავდება ამასოფლიური მშვიდობისგან. ეს უკანასკნელი ვერ იძლევა ნამდვილ მშვიდობას, ვერც ღმერთთან, ვერც ადამიანებთან. ამის დასტური არის მთელი კაცობრიობის ისტორია. საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება. მაშ, როგორია იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მშვიდობა? ის ორგვარია – ერთია მშვიდობა ღმერთთან, როდესაც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული წინაღობა იხსნება და ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, არა მხოლოდ მივუახლოვდეთ ღმერთს, არამედ მის საღვთო ბუნებასაც კი ვეზიაროთ. ეს არის მშვიდობა ღმერთთან, მაგრამ ეს მიიღწევა სწორი სულიერი ღვაწლით.მეორე მშვიდობა არის მშვიდობა ადამიანებთან, რაც მიიღწევა სახარებისეული ცნებების დაცვით. ჩვენ დღეს ასევე ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, რა პირობებია ამისთვის? ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა – ერთი, რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, მეორე – უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის და მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი. ეს მთავარი პირობებია, რაც მიიღწევა ადამიანების ძალისხმევით და ღვთის შეწევნით.გახსოვთ, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია ხშირად გვახსენებდა ამ სინერგიის შესახებ სწავლებას – ორივე ნება უნდა იყოს. მარტო ჩვენი ნებით რაც არ უნდა ვეცადოთ, მშვიდობას ვერ დავამყარებთ, თუ არ შეგვეწია ამაში ღმერთი. როგორ შეიძლება, დამყარდეს ურთიერთგაგება, როცა არის ცილისწამება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა. ეს ხომ შეუძლებელია. რასაც ჩვენ ასე უხვად ვხედავთ მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს. იციან თუ არ იციან ფაქტები, თუ მარტო აღქმებს ეყრდნობიან, თუ ჭორებს ეყრდნობიან, ასე იმეტებენ ძალიან სასტიკად ადამიანებს, უშვერი სიტყვებით. ეს რაზე მეტყველებს? – უკიდურესად დაბალ განვითარებაზე, ვგულისხმობ როგორც გონებრივ განვითარებას, ასევე სულიერს, რომ სხვა გამოხატვის საშუალება ადამიანს არ აქვს, რომ რაღაც დაწეროს ან თქვას, თუნდაც კრიტიკული. ამიტომ, უფალი ყველაფერს ხედავს, ის ხედავს ჩვენს ამ ქცევას, რითიც ვარღვევთ ამ მშვიდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არა მხოლოდ მოწყალეა, არამედ მსაჯულიც არის. ამიტომ თუ ჩვენ მშვიდობა გვსურს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ, ეს მანკიერება გამოვასწოროთ და ურთიერთგაგება რომ დამყარდეს, აუცილებელია, როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ, სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში, რა გინდ არ ვეთანხმებოდეთ და არ მოგვწონდეს მისი ქცევა. იცით, კიდევ რა არის აუცილებელი? ჩვენი სისუსტეც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი პირადი სისუსტეები და უძლურებებიც უნდა გვახსოვდეს, როცა სხვაზე ვლაპარაკობთ.გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე როგორ გვასწავლის, ყოველივე, რაც გინდათ, რომ ადამიანებმა გაგიკეთონ, თქვენც გაუკეთეთ მათ. შემდეგი პირობა არის მოსიყვარულე ურთიერთობები, კეთილი დამოკიდებულება ადამიანებთან. ჩვენ როცა თანავუგრძნობთ ადამიანებს, მათ მწუხარებებს, მათ სიხარულებს, უკვე ვხდებით ქრისტეს მშვიდობის მუშაკები. როგორც უფალი ამბობს, თუ გინდა, რომ პირველი იყო, იყავი ყველაზე უკანასკნელი და სხვების მსახური. რამდენი საუბარია დღეს იმაზე, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში და ა.შ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება, დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების დამკვიდრება. მესამე პირობა არის პატიების უნარი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვებრძოლოთ ბოროტებას და ყველას ყველაფრის კეთების უფლება მივცეთ, ამით ბოროტება წავახალისოთ, არა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას. ბოროტებასთან ბრძოლა მოვალეობაა ყოველი ქრისტიანის, როგორც თავის თავში, ასევე მის გარშემო. ამასთან, აუცილებლად უნდა გვქონდეს ლმობიერი და გულმოწყალე დამოკიდებულება ადამიანებთან და როდესაც საჭიროა, ამას უნდა ვავლენდეთ. მტერთან მოქცევაშიც გულმოწყალება აუცილებელია. უფალი იესო ქრისტე ორჯერ ამბობს – მშვიდობა თქვენდა და ეს მშვიდობა დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ამიტომ უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები