შარლ მიშელი – უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და სოლიდარობით

Read Time:27 Second

ევროპული საბჭოს პრეზიდნეტი შარლ მიშელი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეშ დარღვევად აფასებს.

მიშელის თქმით, ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად.

„უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და სოლიდარობით“, -წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორის ჯონსონი: რუსეთის პრეზიდენტის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეში დარღვევაა
Next post ნიკოლოზ ხატიაშვილი: პუტინმა ნოსტალგიურად ისაუბრა საბჭოთა კავშირზე, ისინი ამაზე არ გაჩერდებიან და ეცდებიან კიდევ უფრო მეტი გავლენა მოიპოვონ უკრაინაზე