ნიკოლოზ ხატიაშვილი: პუტინმა ნოსტალგიურად ისაუბრა საბჭოთა კავშირზე, ისინი ამაზე არ გაჩერდებიან და ეცდებიან კიდევ უფრო მეტი გავლენა მოიპოვონ უკრაინაზე

Read Time:31 Second

პუტინის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. თუ ჩვენ პარალელს 2008 წლის მოვლენებთან გავავლებთ დავინახავთ, რომ დაახლოებით იგივე სცენარით ახორციელებდა ქმედებებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ არარეზიდენტმა მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „ქრონიკის“ სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა.

„ახლა უნდა დაველოდოთ დასავლეთის რეაქციას, რა ნაბიჯებს გადადგამს და დავინახავთ რა სურათი გვექნება. ფაქტი რა თქმა უდნა, ძალიან ცუდია. ე.წ. აღიარებული ტერიტორიები კონტროლდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ და ყველაფერი დამოკიდებულია შემდეგ მოქმედებებზე. თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, რუსეთმა ეს შეიძლება გამოიყენოს კიევამდე შეჭრისთვისაც კი. პუტინმა ნოსტალგიურად ისაუბრა საბჭოთა კავშირზე. ისინი ამაზე არ გაჩერდებიან და ეცდებიან კიდევ უფრო მეტი გავლენა მოიპოვონ უკრაინაზე სხვადასხვა გზებით“, – განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი – უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და სოლიდარობით
Next post სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“