შარლ მიშელი: საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება

Read Time:30 Second

საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

„ჩვენ მტკიცედ განწყობილნი ვართ გავაგრძელოთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ამას საქართველოს მუდმივი ჩართულობა სჭირდება ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემის კუთხით, რაც საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციური რეფორმების პროგრამას ითვალისწინებს. ვიმედოვნებ, რომ 2022 წელი ამ კუთხით პოზიტიურ სიახლეებს მოიტანს. მივესალმები თქვენს ინიციატივას ეროვნული ინკლუზიური დიალოგის დაწყების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ყველა გავლენიანი პარტიის ძალისხმევა შედეგებს გამოიღებს და დემოკრატიული, აყვავებული და სტაბილური საქართველოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია შარლ მიშელის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი აქვეყნებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის ექვსი წევრის მოსმენას გეგმავს
Next post თენგიზ ცერცვაძე: ვინც ამტკიცებს, რომ ექიმები გამიზნულად წირავენ ავადმყოფებს COVID-ით სიკვდილისთვის, უკიდურესად ზნედაცემულები არიან – მათი ფსიქიკური მდგომარეობაც სერიოზულად შესამოწმებელია