საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის ექვსი წევრის მოსმენას გეგმავს

Read Time:36 Second

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის ექვსი წევრის მოსმენას გეგმავს.

პარლამენტის ბიურომ შესაბამისი განრიგი დაამტკიცა. განრიგის მიხედვით, პარლამენტი 15-18 თებერვალს მოუსმენს – ფინანსთა მინისტრს, 15-18 მარტს – შინაგან საქმეთა მინისტრს, 12-15 აპრილს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, 10-13 მაისს – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.

24-27 მაისს – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, 7-10 ივნისს – თავდაცვის მინისტრს. ასევე ექვსი მინისტრის მოსმენა იგეგმება საშემოდგომო სესიაზეც. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო 20-23 სექტემბერს – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს, 4-7 ოქტომბერს – ეკონომიკის მინისტრს, 18-21 ოქტომბერს – საგარეო საქმეთა მინისტრს, 1-4 ნოემბერს – იუსტიციის მინისტრს, 29-ნოემბერს ან 2 დეკემბერს – განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. 13-16 დეკემბერს კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება
Next post შარლ მიშელი: საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება