შარლ მიშელი: მე არ ვიქნები კანდიდატი ევროპულ არჩევნებში. მთელ ჩემს ძალისხმევას მივუძღვნი ჩემს ამჟამინდელ მოვალეობებს, ვიდრე ვადა არ დასრულდება

Read Time:37 Second

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დარჩება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვადის დასრულებამდე.

მისივე თქმით, თავდაპირველი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ შეთავსებადი იყო ამჟამინდელ მოვალეობებთან, თუმცა კრიტიკამ აიძულა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო.

„ჩემმა არჩევანმა გამოიწვია მედიის ინტენსიური ყურადღება და სპეკულაციები. მე ეს მქონდა გათვალისწინებული ჩემი ნაბიჯის უპრეცედენტობის გათვალისწინებით, თუმცა ამან ასევე გამოიწვია ექსტრემალური რეაქციები არა ევროპული საბჭოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ. არ მსურს, ამ გადაწყვეტილებამ დაგვაშოროს ჩვენს მიზანთან ან შეარყიოს ეს ინსტიტუტი. მე არ ვიქნები კანდიდატი ევროპულ არჩევნებში. მთელ ჩემს ძალისხმევას მივუძღვნი ჩემს ამჟამინდელ მოვალეობებს, ვიდრე ვადა არ დასრულდება. მე ყოველთვის ვიქნები დემოკრატიული, ძლიერი და ერთიანი ევროპის გულმოდგინე ადვოკატი. ამ მანდატის ბოლოს მე განვიხილავ ჩემი მომავალი ვალდებულებების მიმართულებას“, – წერს შარლ მიშელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაბადების დღეს გილოცავ, კუნწულიკო…. ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ… ჩემო ჩასულო მზეებო-გელა დაიაურის ემოციური მილოცვა
Next post მეუფე იაკობი: საქართველოში ჟანა დარკობა არავის არ სჭირდება, თუ სადმე თავია შესაკლავი, ჩვენ შევაკლავთ