შარლ მიშელი ლუკაშენკოს: რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

Read Time:40 Second

ჩვენ ბელარუსი ხალხის გვერდით ვართ, რომელიც დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის იბრძვის, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მინდა, სამ მკაფიო მესიჯს ხაზი გავუსვა. პირველი მესიჯი რომან პროტასევიჩსა და ყველა პოლიტპატიმარს ეხება. ევროკავშირი მანამ არ მოისვენებს, სანამ თქვენ არ გაგათავისუფლებენ. მეორე მესიჯი ალექსანდრე ლუკაშენკოს ეხება. რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ალექსანდრე ლუკაშენკო პასუხისმგებელია მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მესამე მესიჯი კი ბელარუს ხალხს ეხება. ჩვენ ბელარუსი ხალხის გვერდით ვართ, რომელიც დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის იბრძვის“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – თუ გინდა დააზიანო „ქართული ოცნების“ გუნდი, პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს უნდა „დაარტყა“, ეს გააკეთა გახარიამ გუშინ
Next post ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, პოლიტიკური კლასი დაკარგა