მამუკა მდინარაძე – თუ გინდა დააზიანო „ქართული ოცნების“ გუნდი, პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს უნდა „დაარტყა“, ეს გააკეთა გახარიამ გუშინ
„თუ ოდნავ მაინც იცნობ „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, პირველ რიგში ირაკლი კობახიძეს უნდა „დაარტყა“ და ეს გააკეთა გახარიამ გუშინ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მენეჯმენტი აგებულია მთლიანად ირაკლი კობახიძეზე და მასსაუკეთესო მენეჯერის ბერკეტი აქვს. „ირაკლი კობახიძის მიმართ ასეთ აგრესიას და თავდასხმას, ჩემი აზრით, აქვს რამდენიმე მიზეზი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ თუ ოდნავ მაინც იცნობ „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, პირველ რიგში უნდა „დაარტყა“ ირაკლი კობახიძეს. არა მხოლოდ როგორც პარტიის პოლიტიკურ ლიდერს, არამედ როგორც მენეჯერს, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული პარტიაში და პარტიულ შიდა სამზარეულოში, რასაც მენეჯმენტი ჰქვია. „ქართულ ოცნებაში“ ეს მენეჯმენტი ბოლო წლებია, მისი აღმასრულებელი მდივნობის დროსაც და ახლაც, პარტიის ხელმძღვანელობის დროს, აგებულია მთლიანად ირაკლი კობახიძეზე. მას აქვს საუკეთესო მენეჯერის ბერკეტი, ამიტომ, თუ გინდა დააზიანო „ქართული ოცნების“ გუნდი, თან თუ იცნობ შიდა სამზარეულოს, პირველ რიგში იცი, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა „დაარტყა“ და ეს გააკეთა გახარიამ გუშინ. გარდა ამისა, სხვა მიზეზებიც არის, ამაზე მეტს ვილაპარაკებთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...