შალვა პაპუაშვილმა განმარტა რა დრო დასჭირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას

Read Time:32 Second

შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი კანონპროექტს ამნისტიის შესახებ დაჩქარებული წესით ვერ მიიღებს. განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დეპუტატები შეეცდებიან კანონპროექტი შემჭიდროებულ ვადებში დაამტკიცონ და მასზე მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

„შეთანხმების ხელმოწერისთანავე შეთანხმების ხელმომწერი დეპუტატები შედიან პარლამენტში და აქტიურად ერთვებიან მუშაობაში. ეს ნათელია და ამაზე ყველა შევთანხმდით, მათ შორის გუშინ საღამოს. ამიტომ დღეიდან ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი თანამშრომლობით შემუშავდება და სამშაბათს დაინიცირდება. ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას. რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი მოსმენა. დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა შევეცდებით შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში მივიღოთ. დაახლოებით სამი კვირა – ერთი თვე დასჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,33 %-ია
Next post უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა