საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,33 %-ია

Read Time:33 Second
20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3.38%, ხოლო 7 დღის განმავლობაშ კი 4.16%.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 299 038 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 869, გარდაიცვალა 3 971 პაციენტი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
 
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Next post შალვა პაპუაშვილმა განმარტა რა დრო დასჭირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას