შალვა პაპუაშვილი ჯაფარიძეზე: იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად მაშინ, როდესაც ამ ქალაქთან არაფერი გაკავშირებს

Read Time:38 Second

აქაც ჩანს მათი არაგულწრფელობა. როდესაც რამდენიმე წუთში იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად, გარდაბნის საარჩევნო ოლქის სახელით მაშინ, როდესაც ამ ქალაქთან, რეგიონთან არაფერი გაკავშირებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LAIV“ განაცხადა.

„რაც შეეხება რუსთავის არჩევნებს, ესეც ხომ ნიშანდობლივია. აქაც ჩანს მათი არაგულწრფელობა. როდესაც რამდენიმე წუთში იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად, გარდაბნის საარჩევნო ოლქის სახელით, მაშინ როდესაც ამ ქალაქთან, რეგიონთან არაფერი გაკავშირებს. ეტყობა, რომ გააზრებული არჩევანიც კი არ არის, არამედ ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის ერთ-ერთი ნაბიჯი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, იქნება მცდელობა, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ არა რუსთავისა თუ გარდაბნის მოსახლეობის პრობლემებზე, არამედ კვლავ ადგილი ექნება ფარისევლურ რიტორიკას ოპონენტების მხრიდან. შალვა პაპუაშვილის აზრით, ამომრჩეველი „ლელოს“ რიტორიკას არ წამოეგება. „არა მგონია, „ლელომაც“ ორ არჩევნებს შორის საკუთარი ამომრჩევლის 25% დაკარგა“, – დასძინა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი ჯაფარიძისა და ინაშვილის შეხვედრაზე: „ლელო“ განსაკუთრებით გამოირჩევა სიყალბით, ეს ფაქტიც ფარისევლობის ნათელი მაგალითია
Next post პესკოვი-რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს, რუსეთი არის ევროპაში უკანასკნელი ქვეყანა, რომელსაც საერთოდ სიტყვა”ომის” წარმოთქმა სურს