შალვა პაპუაშვილი ჯაფარიძისა და ინაშვილის შეხვედრაზე: „ლელო“ განსაკუთრებით გამოირჩევა სიყალბით, ეს ფაქტიც ფარისევლობის ნათელი მაგალითია

Read Time:29 Second

ეს არის ფარისევლობის ჩვეულებრივი მაგალითი, რომელიც, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან მყოფ პარტიებს აქვთ დამკვიდრებული, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ბადრი ჯაფარიძისა და ირმა ინაშვილის შეხვედრას. პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გაიხსენა, რომ წარსულში „ლელოს“ ლიდერები „პატრიოტთა ალიანს“ რუსულ ძალას ეძახდნენ.

„ლელო“ განსაკუთრებით გამოირჩევა ფარისევლობითა და სიყალბით ბევრ რამესთან დაკავშირებით. ამაზე გვქონდა საუბარი, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო სხვადასხვა მოლაპარაკებების პერიოდი, მეც არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ხშირად ასრულებდა ჩამშლელის როლს ამ შეთანხმებების დროს. მათ შორის, საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობდნენ და ბოლო მომენტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხმა არ მისცეს რეფორმას. ეს ფაქტიც ფარისევლობის ნათელი მაგალითია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირმა ინაშვილი ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში მხარს არ დაუჭერს
Next post შალვა პაპუაშვილი ჯაფარიძეზე: იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად მაშინ, როდესაც ამ ქალაქთან არაფერი გაკავშირებს