შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ კიდევ დაუწერელ კანონს დაარქვეს რუსული, ისე რომ შინაარსი არც კი იყო ფურცელზე გადატანილი, უკვე ეძახდნენ რუსულს და ეს იყო პირდაპირ სიგნალი, რომ ეს იყო პროპაგანდისტული ხაზი

Read Time:57 Second

რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის ტიპური სცენარი, პროპაგანდით ადამიანების შეცდომაში შეყვანის. ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ კიდევ დაუწერელ კანონს დაარქვეს რუსული კანონი, ისე რომ შინაარსი არც კი იყო ფურცელზე გადატანილი, უკვე ეძახდნენ რუსულს და ეს იყო პირდაპირ სიგნალი, რომ ეს იყო პროპაგანდისტული ხაზი, რომელსაც საბოლოო ჯამში მიჰყვა რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო ინსტიტუტების ფინანსების გამჭვირვალობით საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა.

„ყველა, ვინც შინაარსში ჩაიხედა და გაერკვა, ყველა დარწმუნდა, რაში იყო საქმე. საქმე უმარტივეს საკითხშია და ეხება სწორედ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა პარლამენტთან არიან შეკრებილი, მათ უფლებას, იცოდნენ, ვინ არიან ის ხალხი, ვინც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დღევანდელი სისტემა არის ასეთი და მოქალაქის უფლებაა იცოდეს, ვინ არიან ისინი, ვინც იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. მოქალაქეებმა იციან საჯარო ინსტიტუტები და მათი ფინანსების გამჭვირვალობით ჩვენ ნომერ პირველი ქვეყანა ვართ. მოქალაქეებმა იციან პარტიების დაფინანსება, ნებისმიერი პარტიის დაფინანსება არის ღიად ხელმისაწვდომი ყველა ხარჯი და შემოსავალი. მოქალაქეებმა იციან საჯარო მოხელეების ფინანსები, პოლიტიკური თანამდებობის პირების ფინანსები დეკლარაციების მეშვეობით და ამავე წრეში, გადაწყვეტილებების ფორმირებისა და მიღებისა ჩართულები არიან ასევე არასამათავრობო ორგანიზაციები, რომელთა ფინანსებთან დაკავშირებით არ არსებობს არავითარი სისტემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ვიღაც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას – ამაზე გვაქვს სათანადო დამოკიდებულება, მაგრამ, ყველაფერი დანარჩენი უნდა დადგინდეს სამართლებრივად
Next post ლევან ლორთქიფანიძე: ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დაიდგმება გიორგი ვაშაძისთვის